ინგლისელ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩს, გუშინ, ჰოლივუდის დიდების ხეივანში, ვარსკვლავი გაუხსნეს, თითოეული მსახიობისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან დროს ბენედიქტის ყურადღება მხოლოდ ერთი თემისკენ - უკრაინისკენ იყო მიმართული და შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელმა მსახიობმა თავისი სიტყვით გამოსვლა მთლიანად უკრაინის კრიზისს მიუძღვნა.
„არ შემიძლია ჩემი ცხოვრების ამ შესანიშნავ მომენტში, ამ პლატფორმიდან ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მინდა ვაჩვენო უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა, მინდა ვაჩვენო ჩემი მხარდაჭერა რუს ხალხს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავისი მმართველობის კლეპტოკრაციას და იდიოტიზმს, რომელიც მთელი ძალით ცდილობს ამ ეთნოსის პროგრესის შეკავებას“ - განაცხადა ბენედიქტმა სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია უკანა პლანზე ყოფნა, აღარ არის სიხარბის ან სიზარმაცის, უმოქმედობისა და უუნარობის დრო, თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს, თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მათ, ვინც ლტოლვილებს ეხმარება, თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, თქვენ შეგიძლიათ ზეწოლა მოახდინოთ თქვენს პოლიტიკოსებზე, თქვენს ბანკზე, თქვენს ინდუსტრიებზე, რათა მათ აღიარონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. ეს შესაძლებელია, ამიტომ მოვუწოდებ ხალხს ამის გაკეთებას დღეს“ - დასძინა ბენედიქტმა.
„ჩვენ ყველამ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე უბრალოდ ფიქრი და ლოცვაა, ჩვენ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ, გავხსნათ საელჩოს საიტები და ვნახოთ რა შეგვიძლია მსოფლიოს და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი (უკრაინელების) მხარდასაჭერად“.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.