გასულ უქმეებზე, Creative Arts Emmy Awards-ის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ბარაკ ობამამ Netflix-ის დოკუმენტური ფილმის Our Great National Parks-სთვის, საუკეთესო მთხრობლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბარაკ და მიშელ ობამების პროდიუსერულმა კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკაბელო არხთან თანამშრომლობით ხუთნაწილიანი დოკუმენტური სერია შექმნა ნაციონალურ პარკებსა და ველურ ბუნებაზე. Our Great National Parks ხაზს უსვამს მსოფლიოს უდიდესი ეროვნული პარკების სილამაზეს, ისტორიას და მეცნიერებას, ველური სივრცისა და ველური ბუნების მიღმა.
ბარაკ ობამა აშშ-ის მეორე პრეზიდენტია, რომელმაც Emmy-ს ჯილდო მოიპოვა, დუაიტ ეიზენჰაუერს სატელევიზიო აკადემიამ საპატიო გუბერნატორის ჯილდო 1956 წელს მიანიჭა, როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
პრეზიდენტობის წლებში ბარაკ ობამა აქტიურად იბრძოდა კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ბარაკმა, შესთავაზა კლიმატის სამოქმედო გეგმა ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად, ტყეების შენარჩუნების, ალტერნატიული საწვავის გამოყენების წახალისებისა და კლიმატის ცვლილების შესწავლის გაზრდის მიზნით. მისი ხელმძღვანელობით, შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი გააკეთა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ვიდრე აქამდე და მას შემდეგ.
პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც კი ბარაკი და მისი მეუღლე მიშელ ობამა დღემდე იბრძვიან დედამიწისთვის.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.