ჩოგბურთის გავლენა მოდაზე და მისით შთაგონებული სამოსი წარსულში დატოვეთ, 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე ასპარეზზე ბალეტი, მისი ესთეტიკა და ყველაფერი ბალეტით შთაგონებული გვაქვს. მოდა კიდევ ერთხელ ამოეფარა ხელოვნების ესთეტიკაც და ჩვენც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ სეზონის ყველაზე ტრენდული ერთეულები ამ ტენდენციის შთაგონებით უნდა შეიძინოთ.
1. ტოპი თოკებზე
მოკლე ტოპებს გრძელ თოკებზე, რომლებიც წელზე ულამაზესად ერტყმის და უკან იკვრება აუცილებლად შენიშნავდით. ახალი ტრენდი სწორედ ბალეტის ესთეტიკიდანაა ნასესხები და მსოფლიოს IT გოგოებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყოველ ბალერინას სჭირდება საკუთარი ქვედაბოლო, ამ შემთხვევაში ტრენდის მთავარი საიდუმლო მის მინიმალისტურობაში იმალება. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი მოკლესა თუ გრძელ ქვედაბოლოს შორის გააკეთოთ სურვილისამებრ.
ბალეტის ესთეტიკის გავლენაზე მოდის სამყაროში, ახლად გამოჩენილი ფეხსაცმელების გარეშე შეუძლებელია. ბალეტის შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელები ბიუჯეტური თუ ძვირადღირებული ბრენდების დახლებსა და ონლაინ საიტებზე კუთვნილ ადგილს უკვე იკავებენ.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ სპორტულ ორეულებს, რომლებიც განსაკუთრებული ესთეტიკურობით გამოირჩევიან. ბალეტით შთაგონებულ სავარჯიშო ორეულებში ძირითადად ოთხკუთხა ჭრილიანი ზედატანები ჭარბობენ.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.