მოდის სახლი Balenciaga, Balenciaga Music-ის ფარგლებში ახალ პლეილისტს გვთავაზობს, რომლის კურატორიც მსოფლიო ვირტუოზი Wu Muye გახლავთ. Wu Muye პირველი ჩინელი არტისტია, რომელთანაც ბალენსიაგამ კოლაბორაცია შემოგვთავაზა.
პლეილისტი ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომია და უკვე შეგიძლიათ, ჩაიძიროთ პიანისტის შესაძლებლობების უსაზღვრო ჰორიზონტში, სადაც კლასიკური კომპოზიციები, როკი, ჯაზის რიტმები და ჰიპ-ჰოპ ბიტები ერთიანდებიან. Wu Muye Playlist 21 ნაწარმოებისგან შედგება. მათ შორისა არის ედიტ პიაფის, ენიო მორიკონეს, ლუი არმსტრონგისა და სხვა დიდი მუსიკოსების შედევრები. პლეილისტი თავად Wu Muye-ის უახლესი ალბომის, Destiny-ის ერთ-ერთი ნამუშევრით სრულდება.
პლეილისტის გამოსვლასთან ერთად ბალენსიაგამ ნახევარ წუთიანი კლიპიც შემოგვთავაზა. პლაჟი, სილაში ჩაფლული შავი პიანინო და მუსიკაში ჩაძირული პიანისტი Lucca Lutzky-ს შემოქმედებაა და ამ რამდენიმე წუთში იმდენად ზღვა ემოციით გვავსებს, რომ ერთ სრულმეტრაჟიან ფილმს უდრის.
დაარსების დღიდან, Balenciaga Music მოდის სახლის კულტურული ქვაკუთხედის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბრენდი სხვადასხვა წარმომავლობის არტისტს პლეილისტის შესაქმნელად იწვევს. თითოეული მათგანი ბალენსიაგას მუსიკალურ ოჯახს თავისი უნიკალური გემოვნებით კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
"მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს და ბალენსიაგას კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა. Balenciaga Music იმისთვის შეიქმნა, რომ ჩემი საყვარელი მუსიკოსების შემოქმედება სხვებისთვის გამეზიარებინა", - წერს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.
ეს პროექტი ნელ-ნელა გაფართოვდა და კიდევ უფრო ექსკლუზიური, ინტერაქციული სახე მიიღო. დღეს, მსმენელისთვის ხელმისაწვდომია თავად დემნას, Archive-ის, Aya Nakamura-ს, Pink Martini-სა და სხვა მუსიკოსებისა თუ ბენდების პლეილისტები. Wu Muye კი, ამ მუსიკალურ თავგადასავალს კიდევ ერთ განზომილებას მატებს.
ჩინელი ვირტუოზისა და Balenciaga-ს, ანუ მუსიკისა და მოდის შეხვედრა ღირსეულად შედგა. Balenciaga Music-ის Wu Muye პლეილისტმა დღის შუქი პიანისტის მსოფლიო ტურნეს დაწყებასთან ერთად იხილა. არტისტმა ტურნე 15 დეკემბერს, შანხაის მიუზიკლ-ჰოლში გამართული კონცერტით დაიწყო.
საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტის მუსიკალური ამბავი ოთხი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ის უკვე ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე უკრავდა. 14 წლის ასაკში იგი ხელოვნების სამოთხეში, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს Wu Muye მსოფლიოს საკულტო დარბაზებსა და ცერემონიებზე უკრავს, მეტიც, შეგვიძლია მას აღმოსავლური და დასავლური ტრადიციების შერწყმის დიდოსტატიც ვუწოდოთ. ჩინელმა მუსიკოსმა ლისტის, შუბერტის, შოპენისა თუ ბეთჰოვენის კლასიკურ ნაწარმოებებს თავისი ხელწერა შემატა.
Wu Muye-ს ფრანგულმა გაზეთმა, Le Monde-მა ოქროსთითება პიანისტი უწოდა. მას 2009 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ "Perfect Piano Performing Artist"-ის მედალი მიანიჭა და დღეს იგი ერთადერთი ახალგაზრდა ჩინელი პიანისტია, რომელსაც პარიზის საფორტეპიანო სამყაროში მსგავსი ჯილდო მიიღო.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.