გასულ ღამეს, პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის American Idol-ის ახალი ტური გაიმართა. ჰავაის ტურის მოწვეულ მენტორთა შორის იყვნენ ალენ სტოუნი და ნოა საირუსი, მაილი საირუსის უმცროსი და. მეგაშოუს ერთადერთი უცხოელი მონაწილე - ქართველი ნუცა ბუზალაძე სცენაზე ამჯერადაც ბრწყინავდა. ნუცამ, ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო და ბოლომდე დაიხარჯა.
ამ წუთებში, American Idol-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოთა შორის ნუცა ბუზალაძის გამოსვლას, ყველაზე მეტი მოწონება, გაზიარება და კომენტარი აქვს. გარდა იმისა, რომ მომღერალს ქართველი გულშემატკივრების არმია უმაგრებს ზურგს, ნუცამ, უამრავი უცხოელის გულის მოგებაც მოახერხა და ისინი თავიანთ აღფრთოვანებას კომენტარებში საჯაროდ გამოხატავენ:
„ის (ნუცა) ნამდვილად გამოირჩევა, ის ვარსკვლავია… შეგიძლიათ თქვათ, რომ მას გამარჯვება ძალიან სურს, ის შესაძლებლობების 200%-ს გვთავაზობს, ნუცა აქ გასამარჯვებლად მოვიდა“ - ვკითხულობთ კომენტარებში
„პრეზენტაბელურობა, სუნთქვის კონტროლი, ვოკალი, მოძრაობები, სილამაზე... ის ყველაფერია“ - წერს კიდევ ერთი უცხოელი გულშემატკივარი.
„ოოჰ ლა ლა... ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რა მოხდა, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით და შესაძლებლობებით!! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც ჩემთვის აგზავნით!“ - დაწერა ნუცამ გამოსვლის შემდეგ.
ნუცას მორიგი პერფორმანსით აღფრთოვანებული დარჩა ვარსკვლავური ჟიურიც, ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი ქართველი მომღერლის პროექტში გამოჩენის წუთებიდან არ მალავდნენ მის მიმართ სიმპათიებს, თუმცა გუშინდელი ტურიდან მოყოლებული, კონკურსის მონაწილეთა შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათზე აღარ არის დამოკიდებული. მონაწილეთა ბედს ამიერიდან მაყურებელი წყვეტს. ერთ ადამიანს, ჯამში 30 ხმის მიცემა შეუძლია მისი რჩეული მომღერლის სასარგებლოდ, რაც დაგვეთანხმებით საკმაოდ ბევრია.
ხმის მიცემა შესაძლებელია კონკურსის ახალი ტურის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში, შემდეგი გზებით:
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote;
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app მაქსიმუმ;
10 ხმა ტექსტური შეტყობინებით: ნომერზე 21523-ზე უნდა გაგზავნოთ რიცხვი 26.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.