#საზოგადოება

პროტესტი ქალთა საფეხბურთო ლიგის მატჩზე

გაზიარება:

| ანი ნადარეიშვილი |

უკვე 6 წელია, ჩვენი ონლაინ გამოცემა აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალებს, მათ შორის სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სახელს ლოკალიურ, თუ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით იცავენ, ამიტომ გახმაურებული თემით ჩვენი ინტერესიც არ გაგაკვირვებთ.

ლანჩხუთი, ნიკე ლუსო, ძალადობა, ქალთა ფეხბურთი, ჩაშლილი მატჩი, thediary, ონლაინ ჟურნალი

მოგეხსენებათ, რომ ქალთა საფეხბურთო ლიგის მატჩზე „ლანჩხუთის“ გუნდმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში შეწყვიტა და მოედანზე ბანერი წარწერით „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“ გაშალა. მსგავსი პროტესტი სპორტში იშვიათია და რა თქმა უნდა, რისკებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ის პრობლემის სიმძიმეს ცხადყოფს და გულდასმით მოსმენას იმსახურებს. პროტესტთან დაკავშირებულ რისკებზე „ლანჩხუთის” გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობს:

„შეიძლება იყოს რაიმე სანქციაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამართლიანი და სწორი ნაბიჯი გადავდგით“.

„ლანჩხუთის“ ცნობით, პროტესტი „ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს უკავშირდება, რომელიც 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მისი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ლანჩხუთი, ნიკე ლუსო, ძალადობა, ქალთა ფეხბურთი, ჩაშლილი მატჩი, thediary, ონლაინ ჟურნალი, დაზარალებული ფეხურთელი

ასევე გაჟღერდა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ კლუბის გასახდელებში ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული და ამის გამო გუნდს ჯარიმაც კი დაეკისრა. „ლანჩხუთის” კომენტარში ვკითხულობთ:

„გვჯერა, რომ ძალადობის წინააღმდეგ დგომა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს დაზარალებულმა ადამიანმა თავი მარტო არ იგრძნოს“.

კლუბი „ლუსო“ პასუხად ხაზს უსვამს, რომ სასამართლომ პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო და უდანაშაულობის პრეზუმცია ყველას მიმართ უნდა იყოს დაცული.

ლანჩხუთი, ნიკე ლუსო, ძალადობა, ქალთა ფეხბურთი, ჩაშლილი მატჩი, thediary, ონლაინ ჟურნალი, ნიკე ლუსოს განცხადება

კლუბის წარმომადგენლობა გასახდელებში ვიდეომონიტორინგის ფაქტს უარყოფს, ჯარიმის შესახებ ინფორმაციას მცდარს უწოდებს, პროტესტის მიზანს კი პირად წყენას მიაწერს და ცილისწამების გამო კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებას გეგმავს.

ჯარიმისა და კამერების საკითხზე მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარის ინფორმაცია არ დასტურდება. ანონიმურობის პირობით, გასახდელის საკითხზე „ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ისაუბრა. მისი თქმით, ოთახი, რომელიც გასახდელად გამოიყენეს, „ლუსოს“ ოფისში მდებარეობს და იქ ინვენტარი ინახება. გუნდმა ის რამდენჯერმე გამოიყენა გასახდელად, რადგან მათ უთხრეს: „შედით და გამოიცვალეთ“.

ლანჩხუთი, ნიკე ლუსო, ძალადობა, ქალთა ფეხბურთი, ჩაშლილი მატჩი, thediary, ონლაინ ჟურნალი, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი

ფეხბურთელის თქმით, ოთახში არც ვიდეოგადაღების გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა და არც ვინმეს მიუწოდებია ინფორმაცია ამის შესახებ. კამერების შესახებ გოგონებმა თებერვალში შეიტყვეს, როცა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უთხრა მათ, რომ ადვოკატს აინტერესებდა, იცოდნენ თუ არა გუნდის წევრებმა ოთახში კამერების არსებობის შესახებ. მოგვიანებით კი ფეხბურთელებმა გაიგეს, რომ ამ კამერების გამო კლუბი აუდიტის სამსახურმა დააჯარიმა.

„რომ შემემჩნია და მცოდნოდა, რა თქმა უნდა, არ გამოვიცვლიდი. მე პირადად გამიკვირდა და ძალიან არ მესიამოვნა, რომ ვიცვლიდი იქ, სადაც კამერები იყო“, - ამბობს ფეხბურთელი.

უდანაშაულობის პრეზუმცია სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, თუმცა მნიშვნელოვანია ის ჭეშმარიტებაც, რომ ის არ ართმევს ადამიანს იმის უფლებას, რომ ილაპარაკოს საკუთარ მტკივნეულ გამოცდილებაზე, ხოლო კლუბს არ ათავისუფლებს ბრალდებებისგან და კითხვებზე პასუხის გაცემის მოვალეობისგან.

ფეხბურთელი ქალების მოთხოვნა შემდეგია: მოხდეს ბრალდებების, მათ შორის გაუპატიურების საქმისა და კამერებით თვალთვალის ბრალდების გამჭვირვალე გამოძიება, ხოლო სპორტსმენი ქალებისთვის შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი კაცი სპორტსმენების მსგავსად, საყვარელ სპორტში მოღვაწეობას შიშის გარეშე შეძლებენ. ნუთუ, ამის მოთხოვნა მეტისმეტია?!

ზევით