ტომ ჰოლანდი ლეგენდარული ფრედ ასტერის როლში
ტომ ჰოლანდი ფრედ ასტერის როლისთვის ცეკვას უბრუნდება. პოლ კინგის ახალ ფილმში მას საბრინა კარპენტერი და მარგარეტ ქუოლი შეუერთდებიან.

1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ (Dirty Dancing: The Musical) 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება. წარმოდგენები 12 თებერვალს დაიწყება, ოფიციალური პრემიერა კი 14 მარტს გაიმართება. მიუზიკლი თეატრის პროგრამაში 5 სექტემბრამდე დარჩება.
მოქმედება 1963 წლის ზაფხულში, კეტსკილის მთებში ვითარდება. ფრენსის „ბეიბი“ ჰაუსმენი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩადის და ცეკვის მასწავლებელს, ჯონი კასლს გაიცნობს. მათ შორის დაწყებული ურთიერთობა ბეიბის სიყვარულის, დამოუკიდებლობისა და საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვის მნიშვნელობას დაანახვებს.
ბეიბის როლს ანალიზ სტარზეკი შეასრულებს, ჯონი კასლს კი ბლეიკ ზელესნიკარი განასახიერებს. დასში ასევე შედიან ოლივია სესი, ბრაიან ფენკარტი, დენ კლიმკო, ლილი კრენი, ეშლი ლალონდი, ჯინა ლამპარელა, ლორენ ლესტერი, ითან პიტერსონი და ერიკ პინიკი.

მიუზიკლის რეჟისორი ლონი პრაისია. მან 1987 წლის ფილმში ნილ კელერმანის როლი შეასრულა და ჯენიფერ გრეისა და პატრიკ სუეიზისთან ერთად ითამაშა. ქორეოგრაფია დარელ გრანდ მულტრის ეკუთვნის.
მიუზიკლში ორიგინალური ფილმიდან ცნობილი სიმღერები შესრულდება, მათ შორის „(I’ve Had) The Time of My Life“, „Hungry Eyes“, „Do You Love Me?“ და „She’s Like the Wind“.