„ბინძური ცეკვების“ მიხედვით შექმნილი მიუზიკლი ბროდვეიზე დაიდგმება
1987 წლის ცნობილი ფილმის მიხედვით შექმნილი „ბინძური ცეკვები: მიუზიკლი“ 2027 წელს ბროდვეიზე პირველად დაიდგმება.
12 აგვისტოს, 12 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის გრანდიოზული გამოფენა იხსნება. დადიანების სასახლე პეტრე ოცხელის 100-ზე მეტ ნამუშევარს მასპინძლობს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმიდან.

გამოფენის ფარგლებში გამომცემლობა სეზანის მიერ შექმნილი, პეტრე ოცხელის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართება ფერადი კრებული ხელოვნების სასახლემ მოამზადა და იგი ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისში (15 სექტემბრიდან) პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენას ეძღვნება.


ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენა გაგრძელდება 12 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე.
პეტრე ოცხელი გახლდათ ბიჭი, რომელმაც გაუსწრო დროს... პეტრე თეატრისა და კინოს მხატვარი, ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვითმყოფადი წარმომადგენელია. ოცხელი არ იყო უბრალოდ ნიჭიერი კაცი, ის იყო ფენომენალური მოვლენა, რომელიც აოცებდა თანამედროვეებსაც და გვაოცებს ჩვენს. პეტრე ოცხელი არავის ჰბაძავდა და არავის ჰგავდა...
ვრცლად ქართველი ფენომენის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.