„The White Lotus“ ევროპაში გადადის
„The White Lotus“-ის ახალი სეზონი საფრანგეთში ვითარდება. სერიალი პარიზსა და ფრანგულ რივიერაზე გადაინაცვლებს და ფუფუნების სამყაროს ევროპულ კუთხით წარმოგვიდგენს.
 
                ქართული ტრადიციული სიმებიანი ინსტრუმენტის ჟღერადობითა და „განდაგანას“ მელოდიით ფრანგმა რეპერმა, GIMS-მა, უახლესი ტრეკი NINAO ააწყო.

ფრანგ-კონგოელი რეპერი ახალი ალბომით მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა და უკვე ლიდერობს TopAlbums სიაში. სწორედ ამ ალბომის ნაწილია ქართული მუსიკის ინსპირაციით შექმნილი NINAO.
@gims_off Rendez-vous le 5 MARS pour le clip de NINAO 🇬🇪 #gims #ninao #lenordsesouvientlodyssee #tiktokmusic #newmusic ♬ NINAO - GIMS 
ტრეკი, რომელიც Maximum-ის პროდიუსერობით, Deepwater Records-ის ლეიბლის ქვეშ შეიქმნა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა.
სიმღერის ოფიციალური ვიდეოკლიპი 5 მარტს გამოვა.
NINAO-ს პირველივე წამებში ფანდურის ხმა ისმის, რომელსაც ფრანგული რეპი მოჰყვება. ტრეკი მუსიკოსის ცხოვრების შესახებაა. ის რეპავს იმ სირთულეებზე, რომლებიც გამოუვლია - უნდობლობაზე, წარსულის შეცდომებსა და გულისტკივილზე, თუმცა იმასაც ახსენებს, რომ თავისი გუნდით ამაყობს და მთელი წელი შემოქმედებითად დატვირთული აქვს.
„განდაგანა“, რომელმაც ფრანგი რეპერის ყურადღება მიიპყრო, ქართული მუსიკალური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის აჭარული სატრფიალო ცეკვა და მისი მუსიკა პოლიფონიურობით, ჰარმონიითა და დინამიკური მელოდიით გამოირჩევა. სწორედ ამ ელემენტების გამოყენებით GIMS არა მხოლოდ ახალ ენერგიას სძენს საკუთარ მუსიკალურ შემოქმედებას, არამედ ქართულ ფოლკლორს გლობალურ ასპარეზზეც პოპულარულს ხდის. GIMS-ს, რომელიც ადრე ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Sexion d’Assaut-ის, წევრი იყო, უკვე მრავალი წელია, რაც რეპისა და R&B-ის ჟანრში წარმატებული სოლო კარიერა აქვს. მისი ჰიტებია Bella და Jusqu’ici tout va bien.
ასე რომ, ყველა ერთად ველოდებით კლიპს, სადაც „განდაგანას“ მოცეკვავეები გამოჩნდებიან, ხოლო ფრანგ რეპერს ჩოხით ინსპირირებული სამოსი ეცმევა.