10 წიგნი დუა ლიპას წიგნის კლუბიდან
დუა ლიპას გავლენა მუსიკას სცდება და თანამედროვე კულტურას, მოდას, კინოსა და წიგნებსაც მოიცავს. გაეცანით 10 წიგნს, რომლებიც მის ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდება.
ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია დღეს 29 წლის გახდა. მსოფლიო მას ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი სპორტის, შერეული საბრძოლო ხელოვნების უპირობო ლიდერად იცნობს. ილიამ ამ ასაკში შეუძლებელი შეძლო – ოქტაგონზე MMA-ის ის ლეგენდები დაამარცხა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც კი ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. დღეს კი ის თავად არის ეპოქალური სპორტსმენი, რომლის წარმატება ურყევი ნებისყოფისა და დაუღალავი შრომის შედეგია.

TheDiary-სთან ინტერვიუში, ჩემპიონის დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია იხსენებს, რომ ილია თავიდანვე გამოირჩეოდა თავისი ასაკისთვის უჩვეულო ფიზიკური ძალითა და ხასიათით. ერთ დღეს კი, პარკში სეირნობისას, თავად ინგამ გაიცნო კუბელი მებრძოლი, რომლის რჩევითაც ილია და ალექსანდრე თოფურიები ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე მიიყვანეს. ამ დღიდან დაიწყო მრავალწლიანი დისციპლინის შენება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც დღეს „ელ მატადორის“ ეპოქას ვუწოდებთ.
თოფურიას საბრძოლო ტექნიკა მუდამ განხილვის საგანია. ის ახერხებს სრული სიზუსტით მართოს ბრძოლა, მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილია, ყოველი დარტყმა კი წინასწარ განსაზღვრული. ის, რასაც ხშირად ამპარტავნებაში უთვლიან, რეალურად საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური ცოდნა.

2024 წლის თებერვალში ილიამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მისი ყოველი დანაპირები კანონია. მან მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. შემდეგ იყო ჩარლზ ოლივეირა, რომლის გასანეიტრალებლადაც ლას-ვეგასში ილიას სულ რაღაც 2 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა.
ილია თოფურიას ანგარიშზე 17 ბრძოლა და 17 გამარჯვებაა. ის არის მებრძოლი, რომელიც ბრძოლამდე აანონსებს შედეგს და არასოდეს ცდება. დღეს იგი ყველაზე სრულყოფილი მებრძოლია, რომელიც კი ოდესმე ოქტაგონზე ასულა.
მე დღეს გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც დაგეგმილი მქონდა, – ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ.
29 წლის ასაკში ასეთ ბიოგრაფიას მხოლოდ ერთეულები თუ ქმნიან. მის ცხოვრებაზე უკვე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი და დაწერილია წიგნი „დედა და ილია“. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, თოფურიას მომავალი კიდევ უამრავ ისტორიულ მომენტს გვიმზადებს.

29 წლის ასაკში მას მსოფლიო აღიარება აქვს, თუმცა მისი ამბიციები ისევ ისეთივე დიდია, როგორც მაშინ, როცა ტატამიზე პირველად დადგა ფეხი. მას სჯერა ამის და ყოველდღიურად გვიმტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.