ანჯელინა ჯოლი კინოსამყაროს აქტიურად დაუბრუნდა, ჯერ მსახიობმა მძაფრსიუჟეტიან თრილერებში შესრულებული როლები გაგვახსენა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფილმ Those Who Wish Me Dead-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი მსახიობმა სუპერგმირის კოსტუმი მოირგო და Marvel-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა.
კომპანია Marvel სუპერგმირების შესახებ ახალი ფილმის Eternals მზადების პროცესშია და მისი პირველი თიზერის ხილვის საშუალება ჩვენ უკვე მოგვეცა. ფილმში მთავარ რილებს კინოსა და ტელესერიალების ვარსკვლავები ასრულებენ, ანჯელინა ჯოლის გვერდით ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც სალმა ჰაიეკი, კუმეილ ნანჯიანი, კიტ ჰარინგტონი და რიჩარდ მედენი არიან.
სუპერგმირების შესახებ გადაღებული ახალი ფილმის რეჟისორად, ორგზის ოსკაროსანი რეჟისორი ქლოი ჟაო გვევლინება, რომელმაც აკადემიის 2021 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ახალი ისტორიის დაწერა და მთავარ ნომინაციებში გამარჯვება მოიპოვა.
Eternals-ის სიუჟეტი ჯეკ კირბის კომიქსების ეკრანიზაციაა, რომელიც 5 მილიონი წლის წინ გამოჩენილი სუპერგმირების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწელების დასაცავად და დასახმარებლად გამოჩნდნენ თუ კი საჭირო გახდებოდა. ერთ დღეს ეს საჭიროებაც დადგა და გმირებიც მთელი თავისი დიდებით მზის სინათლეზე გამოვიდნენ.
თიზერში, ანჯელინა ჯოლის პერსონაჟის ხილვა სულ რამდენიმე წამით არის შესაძლებელი, თუმცა, უდავოა, რომ მსახიობმა ჩვენი მონუსხვა ამ დროშიც მოახერხა, თუმცა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებს სრულად ნოემბრის თვეში ვიხილავთ.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს.
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საუკეთესოდ გადმოსცემენ სეზონის განწყობას. ოქტომბრისთვის შერჩეულია ჰორორი, დრამა და მელოდრამები, ფილმები რომლებიც შიშის, ემოციისა და რომანტიკის ზღვარზე იმყოფებიან.