#კულტურა #კინო

„ოსკარი“ 2021: გამარჯვებულები და საღამოს ტრიუმფატორები

გაზიარება:

მსოფლიო კინოთეატრების დახურული კარებისა და არა ერთი შეჩერებული, გადადებული და გართულებული გადასაღები პროცესის მიუხედავად, შოუ უნდა გაგრძელდეს და „ოსკარის“, რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიაზე - ასეც ხდება.

არა ერთი, არამედ ორი თვით გადადებული დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, აკადემიის გილდიამ გამარჯვებულების ვინაობა რამდენიმე საათის წინ გაგვიმხილა და როგორც მოსალოდნელი იყო, Nomadland საღამოს ტრიუმფატორი გახდა. ფილმმა, 3 მთავარ კატეგორიაში: წლის საუკეთესო ფილმი, წლის საუკეთესო რეჟისორი (ქლოი ჟაო) და წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქლოი ჟაომ ახალი ისტორიის დაწერა „ოსკარის“ ცერემონიაზეც მაოხერხა და გახდა პირველი აზიელი რეჟისორი ქალი, რომელმაც სახლში კუთვნილი ჯილდო წაიღო.

„ოსკარის“ მოახლოებული დაჯილდოების ცერემონია სენტიმეტებითა და ემოციებითაც გახლდათ აღსავსე, რამდენიმე თვის წინ, სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ გარდაცვლილი მსახიობის ჩედვიკ ბოუზმანის გამარჯვვებას, წლის საუკეთესო მამაკაცის კატეგორიაში, არა ერთი გულშემატკივარი ჰყავდა, თუმცა, აკადემიამ ეს გამარჯვება ენტონი ჰოპკინსს დაუთმო, რომელმაც, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, კარიერაში, რიგით მეორე „ოსკარის“ ჯილდო დაიმსახურა.

წარმოგიდგენთ 2021 წლის „ოსკარის“ მთავარი კატეგორიის გამარჯვებულებს:

წლის საუკეთესო ფილმი:

ფლორიან ზელერის -„მამა“

დევიდ ფინჩერის – „მანკი“ 

 

შაკი კინგის – „იუდა და შავკანიანი მესია“

ქლო ჟაოს – „მომთაბარეთა მიწა“ - გამარჯვებული

ლი ისააკ ჩანგი – „მინარი“

ემერალდ ფენელის კინოსურათი „იმედისმომცემი ქალი“

დარიუს მარდერის – „მეტალის ხმა“

აარონ სორკინის – „ჩიგაკოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“

 

წლის საუკეთესო რეჟისორი:

თომას ვინტერბერგი, „კიდევ ერთი ჭიქა“ (Another Round)

დევიდ ფინჩერი, „მანკი“ (Mank)

ლი ისააკ ჩანგი, „მინარი“ (Minari)

ქლო ჟაო, “მომთაბარეთა მიწა” (Nomadland) - გამარჯვებული

ემერალდ ფენელი, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“ (Promising Young Woman)

 

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

სერ ენტონი ჰოპკინსი, – ფილმი „მამა“ - გამარჯვებული

რიზ აჰმედი – „მეტალის ხმა“

გარი ოლდმენი „მანკი“

სტივენ იანი – „მინარი“

ჩედვიკ ბოუსმენი – „მა რეინი: ბლუზის დედა“

 

წლის საუკეთესო მსახიობი ქალი:

კერი მალიგანი – „იმედისმომცემი ქალი“

ვანესა კირბი – „ქალის ფრაგმენტები“ 

 

ფრენსის მაკდორმანდი – „ნომადლენდი“ - გამარჯვებული

ანდრა დეი – „აშშ-ი ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“

ვიოლა დეივისი – „მა რეინი: ბლუზის დედა“

 

წლის საუკეთესო საერთაშორისო ფილმი:

Another Round (დანია) - გამარჯვებული

 

Better Days (ჰონგ-კონგი)

Collective (რუმინეთი)

The Man Who Sold His Skin (ტინისი)

Quo Vadis, Aida? (ბოსნია და ჰერცოგოვინა)

 

წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი:

Onward

Over the Moon

Shaun the Sheep Movie: Farmageddon

Soul - გამარჯვებული

 

Wolfwalkers

ზევით