#ცნობილები #კინო

ანჯელინა ჯოლი კინოეკრანებზე ბრუნდება - პირველი კადრები მსახიობის ახალი ფილმიდან

გაზიარება:

45 წლის მსახიობს, ანჯელინა ჯოლის სამსახიობო კარიერაში საკმაოდ დიდხნიანი შესვენება ჰქონდა აღებული, თუმცა ეკრანებზე დაბრუნების დრო ანჯელინასთვის დადგა და ახალ ფილმში, რომლის კადრები ექსკლუზიურად სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, მსახიობი ხანძარს ებრძვის.

ყველაფერს ახლავე აგიხსნით: ვესტერულ თრილერში, რომლის სახელწოდებაც Those Who Wish Me Dead გახლავთ და მაიკლ კორიტას ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება, ანჯელინა ჯოლი ჰანას როლს ასრულებს, რომელმაც ხანძარში 3 ახლობელი ადამიანი დაკარგა, ახლა კი მოხალისედ თავად მიდის ტყეში გაჩენილ ცეცხლთან საბრძოლველად.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმითაც კი, რომ დასვრა და ისეთი რაღაცების კეთება მომიწია, რაც აქამდე არასდროს მიქნია

ტყეში, ანჯელინას პერსონაჟი პატარა ბიჭს პოულობს, რომელიც შემთხვევით მკვლელობის თვითმხილველი გახდა ახლა კი მკვლელები მასზე ნადირობენ. ჯოლის პერსონაჟი გადაწყვეტს, რომ ბიჭი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცვას.

ერთის მხრივ ის საოცრად უშიშარი ადამიანია, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობს, მეორე მხრივ კი ტრაგედია გადატანილი, გატეხილი ქალია - აცხადებს ანჯელინა

Those Who Wish Me Dead მსოფლიო პრემიერა 14 მაისაა ჩანიშნული, ვიმედოვნებთ, რომ ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიც უმალვე გამოჩნდება და ანჯელინას უახლესი პროექტის დიდ ეკრანზე ნახვის საშუალება მოგვეცემა.

ზევით