ზოგიერთი ნივთი, დროს უძლებს და არასდროს კარგავს აქტუალობას, მაგალითად დაწნული ჩანთა, რომელიც ზაფხულის დადგომისთანავე ერთ-ერთი მოთხოვნადი აქსესუარი ხდება.

ამ სეზონზე დიზაინერები ამ ერთ-ერთი მოდური აქსესუარის ძალიან ბევრ და საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობენ. მაგალითად Jacquemus ძალიან პოპულარული Le Chiquito-ს დაწნულ ვერსიას, Kate Spade კლასიკურ ფორმებს და თუკი ვინტაჟის მოყვარული ხართ, Etsy დროში გამოგზაურებთ და 50-იან წლების ყველაზე მოთხხოვნად მოდელებს შემოგთავაზებთ.

ეს მოდური და საკმაოდ პრაქტიკული აქსესუარი შეუხამეთ საზაფხულო კაბას, ჯინსის მოკლეშორტებს ან ნებისმიერ სამოსს ბრენდების რეზორტ კოლექციებიდან. ინსპირაციისთვის კი გთავაზობთ ცნობადი სახეების ქუჩის სტილს, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი სწორედ რომ დაწნული ჩანთაა.
ემილი რატიაკოვსკი, Prada-ს დაწნული ჩანთით Revolve-ს ღონისძიებაზას დაესწრო

ტოპ-მოდელი კრისტი ტარლინგტონი კუბოკრულ სამოსსა და თეთრი ფერის დაწნული ჩანთით, ფოტოგრაფმა არტურ ელგორტმა 1992 წელს დააფიქსირა.

Victoria’s Secret-ის ანგელოზი ელზა ჰოსკი, ასევე Revolve-ს ღონსძიებაზე Chanel-ის ბრენდის ჩანთით პოზირებდა კამერების წინ

დუა ლიპამ დაწნული ჩანთა საზაფხულო, კოპლებიან კაპასთან ერთად მოირგო

ელიზაბეთ ოლსენი Veuve Clicquot-ს ღონისძიებაზე
