წითელ ხალიჩაზე მოდის სახლების უახლესი კოლექციების დომინირების ეპოქა ნელ-ნელა სრულდება. 2026 წლის კინო დაჯილდოების სეზონის დასაწყისშივე აშკარაა, რომ ვარსკვლავებისთვის ვინტაჟური ლუქები უფრო მიმზიდველი გახდა.
ვინტაჟურ მაღაზიებში სიარული და განსხვავებული სამოსის ძიება დღეს მთელი მსოფლიოს ახალი ჰობია, ცნობილ ადამიანებს კი განსაკუთრებული იმიჯის შექმნაში პროფესიონალი სტილისტები ეხმარებიან. ჰოლივუდის სტილისტების შეუდარებელი გემოვნება კინო ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოებების წითელმა ხალიჩამაც დაადასტურა.
წლის პირველ ღონისძიებებზე რამდენიმე გამორჩეული არქივული ლუქი ვიხილეთ. „ოქროს გლობუსის“ ხალიჩაზე ჯენიფელ ლოპესი ჟან-ლუი შერერისა და კრისტიან ლუბუტენის ვინტაჟურ ლუქში გამოჩნდა. ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა, ოდესა ა'ზიონმა კი Dolce & Gabbana არქივული სამოსი და პანდორას სამკაული მოირგო.
წითელ ხალიჩაზე ვინტაჟური ოტ კუტურით გამოჩნდა ამალ კლუნი, რომელსაც Balmain-ის 1957 წლის შემოდგომის კოლექციის წითელი კაბა ეცვა. ლორი ჰარვი რობერტო კავალის 2002 წლის ზაფხულის კოლექციაში იყო გამოწყობილი, ხოლო საბრინა ელბაGuy Laroche-ის 2002 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კაბაში წარსდგა წითელ ხალიჩაზე.
ეს ტენდენცია მხოლოდ სილამაზეს არ უკავშირდება. ტანსაცმლის ინდუსტრია და მისი მიწოდების ჯაჭვი გარემოზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ ვინტაჟის პოპულარიზაცია სამოსის ხელახალი გამოყენების იდეას უჭერს მხარს.
როდესაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები საჯაროდ ირჩევენ ათწლეულების წინანდელ მოდელებს, ისინი ვინტაჟს მთავარ ტრენდად აქცევენ და გვაჩვენებენ, რომ მოდა შეიძლება იყოს როგორც ფუფუნების საგანი, ისე პასუხისმგებლობიანი არჩევანის პროპაგანდა.
ამის საუკეთესო მაგალითი, წითელი ხალიჩის გარდა, ნიუ-იორკის ახალი პირველი ლედი, რამა დუვაჯია, რომელიც ინაუგურაციაზეც კი ნათხოვარი, ვინტაჟური ლუქებით გამოჩნდა. ასე რომ, ბუნებაზე ზრუნვა წელს მთავარი გზავნილია.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.