ემა რობერტსის ქორწილი აიდაჰოში
ემა რობერტსი და მსახიობი კოდი ჯონი აიდაჰოში გამართულ კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. პატარძალს Monique Lhuillier-ის სპეციალურად შექმნილი კაბა ეცვა.
ამერიკის ისტორიის 250-ე წლისთვის უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით: ნიუ-იორკში ახალი პოლიტიკური ერა ოფიციალურად დადგა. ქალაქის მერის პოსტი ზოჰრან მამდანიმ, შტატის ისტორიაში პირველმა მუსლიმმა და ყველაზე ახალგაზრდა მერმა დაიკავა, რომელმაც ფიცი ყურანზე დადო. ცერემონიაზე ყურანი მამდანის მეუღლეს, 28 წლის რამა დუვაჯის ეჭირა. ცერემონიის ფოტოების გავრცელებისთანავე, რამას განსაკუთრებული სტილი ყურადღების ცენტრში მოექცა.
პროფესიით ილუსტრატორი და ხელოვანი, რამა დუვაჯი პოლიტიკური ელიტისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ დრეს-კოდს „დაუნთაუნის“ ავთენტური ესთეტიკით ანაცვლებს. ფიცის დადების ცერემონიაზე მან არჩევანი მინიმალისტურ ლუქზე შეაჩერა: კლასიკური კაბის ნაცვლად, მას The Frankie Shop-ის თავისუფალი სტილის შორტები, Miista-ს თასმიანი ჩექმები და Balenciaga-ს ვინტაჟური, მაღალყელიანი პალტო ეცვა.
![]() |
|
ვიზუალის მთავარი აქცენტი New York Vintage-დან ნათხოვარი მასიური ოქროს საყურეები იყო. აღსანიშნავია, რომ როგორც სამკაული, ისე ჩექმები და პალტო არქივებიდან იყო ნათხოვარი, რაც მდგრადი მოდის საუკეთესო პროპაგანდაა.
მოგვიანებით დუვაჯი საზოგადოების წინაშე მეორე იმიჯით წარსდგა, სადაც მან პალესტინელ-ლიბანელი დიზაინერის, სინტია მერჰეჟის (Renaissance Renaissance) მიერ შექმნილი პალტო და დიდი ვერცხლის საყურეები მოირგო.
მისი სტილისტის, გაბრიელა კარეფა-ჯონსონის თქმით, ნიუ-იორკის პირველმა ლედიმ „სამეფო იერი ყველაზე პანკური გზით“ მოირგო. დუვაჯის იმიჯი რეალურად ასახავს თანამედროვე ნიუ-იორკელის ყოველდღიურობას, სადაც მასობრივ წარმოებაზე წინ ინდივიდუალიზმს აყენებენ. ასე რომ, წარსულს ჩაბარდა მოსაწყენი კაბები და კოსტიუმები, ხოლო ქალაქში, სადაც პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინი დიდია, რამა დუვაჯი ამ სიახლეების ვიზუალურ სიმბოლოდ იქცევა.