Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
დიდი ბრიტანეთის ოჯახის წარმომადგენლები, ყოველდღიური აქსესუარის - სათვალის დიდი თაყვანისმცემლები არიან. თითოეულ მონარქს საკუთარი რჩეული სტილი და ფავორიტი ბრენდი ჰყავს, ასე მაგალითად მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II, ხშირად, Silhouette-ის გარდამავალ სტილზე აკეთებდა. კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები კი უპირატესობას სათვალეების ბრენდ Findlay-ის ანიჭებენ, თუმცა განსხვავებულ სტილში, ქეით მიდლტონის რჩეული კატისებრი დიზაინია, მეგან მარკლისთვის კი ოვალური.
თუმცა, სამეფო ოჯახს ჰყავდა ერთი მონარქი, რომელმაც ზუსტად იცოდა როგორ უნდა შეეხამებინა ტრენდული სათვალეები მარადიული სტილისთვის და როგორ მოერგო განსხვავებული დიზაინები ისე, რომ ათწლეულების შემდეგაც კი, საზოგადოებას მის მაგალითზე ესწავლა - ეს ერთადერთი და განუმეორებელი უელსის პრინცესა დიანა გახლდათ.
1980-იან წლებში, როდესაც მოდის ტენდენციებში სათვალეები დიდი ზომის ჩარჩოებით გამოჩნდა, პრინცესა დიანამ ისინი დაუფიქრებლად მოირგო, ამ მოდერნისტულმა მახასიათებლებმა ელეგანტური უპირატესობა შესძინა მის დეკადენტურ სამოსს. პრინცესა დიანას კიდევ ერთი რჩეული თეთრი ავიატორები გახლდათ, რომელიც უელსის პრინცესას საკმაოდ ხშირად ამშვენებდა.
1990-იან წლებში მოდის შერბილებასთან ერთად, პრინცესა დიანას სტილიც შერბილდა, მან ყურადღება უფრო ფემინური დიზაინის სათვალეებს მიაპყრო, ლედი დიმ Ray Bans-ის კლასიკური მოდელებიც წარმატებულად მოირგო.