ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
Antoinette Perry Award for Excellence in Theatre მოგვიანებით ცნობილი როგორც Tony Awards გასულ ღამეს, 75-ე დაჯილდოების ცერემონიით Radio City Music Hall-ში დაბრუნდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ამერიკული თეატრის სფეროში მიღწევებისთვის, მათ შორის მიუზიკლებისთვისაც, გასულ ღამეს ყურადღების ცენტრში მოექცა.
ამერიკულ თეატრში შეტანილი ღვაწლისთვის, Tony Awards-ის რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდო 2020 წლის 20 თებერვლიდან - 2022 წლის 4 მაისის ჩათვლით წარმოებულ პროდუქტებზე გადაიცა. თუმცა, მანამ სანამ მაყურებელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცერემონიას შეავლებდა თვალს, Radio City Music Hall-ის წითელ ხალიჩაზე შეკრებილი ცნობილი ადამიანების ელეგანტურობითა და გლამურით აივსო.
ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები თუ რეჟისორები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე. ჯესიკა ჩესტეინმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა Gucci-ს ვარდისფერი კაბით ხალიჩაზე, არიანა დებოუზმა Boss-ის თვალისმომჭრელი შავი კაბით მოიწონა თავი, სინტია ერვინომ კი Giambattista Valli-ის მაღალი მოდის ელფერი შემატა წითელ ხალიჩას.
2022 წლის Tony Awards-ის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცთა შორის გახლდათ ენდრიუ გარფილდი, რომელსა Tom Ford-ის ხავერდის შავი კოსტიუმი ამშვენებდა, ერთ-ერთი გამორჩეული ჩაცმულობა ეკუთვნოდა ჯერემი პოპსაც, რომელიც Louis Vuitton-ის თეთრი კოსტიუმით ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე.