#მოდა

5 Tik-tok Fashion ტრენდი, რომლებიც თავს თინეიჯერად გაგრძნობინებთ

გაზიარება:

კარანტინის პერიოდში Tik-tok მოდური ინსპირაციების საბადოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელმა სახელი ცეკვის რუტინებითა და სახალისო ვიდეოებით გაითქვა, 15 წუთიანი “ჩასქროლვაც საკმარისია იმისათვის, რომ მთელი წლის მოდურ ტენდენციებს გაეცნოთ. The Diary-ის გუნდმა თქვენთვის Tik-tok ტრენდების ხუთეული მოამზადა, რომელიც თავს მოდურ (ძააააალიან მოდურ) თინეიჯერად გაგრძნობინებთ.

#1 TIE-DIE TREND

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by cd (@charlidamelio)

სხვადასხვა გრადაციის ფერადი ქსოვილებით შექმნილი სამოსი წლევანდელი ჰიტია. ცნობილი Tik-toker-ების გარდერობებში tie-die სტილის დიდი ზომის მაისურები, შარვლები, ჰუდები და წინდებიც გვხვდება.

 

#2 BAGGY SWEATSHIRT AND BIKE SHORTS

დიდი ზომის ზედატანისა და ველოსიპედის მოკლე შარვლის გარეშე Tik-tok მოდის სამყარო არ გაღიარებთ. რამდენიმე წლის წინ კარდაშიანების კლანის მიერ დაბრუნებული მოდა სოციალური მედიის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.

 

#3 AIR FORCE 1

თუ გარდერობში ერთი Air Force 1 მაინც არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ Tik-tok-ის აპლიკაცია საერთოდ წაშალოთ. Nike-ის ამ მოდელით სოციალურ მედიაში თავს თითქმის ყველა ინფლუენსერი იწონებს.

 

#4 DAD HATS

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by dixie (@dixiedamelio)

ვინ წარმოიდგენდა, რომ კეპი ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარი გახდებოდა? მაგრამ, ასეა! სპორტულ თუ ყოველდღიურ სტილს შეგიძლიათ ფერადი კეპი მოარგოთ, უფრო თამამი ინფლუენსერები კი მამის საყვარელ აქსესუარს მოდურ Look-ებშიც იყენებენ.

 

#5 SHACKET

დღის მანძილზე ამ მოსაცმელს 10-ჯერ მაინც მოკრავთ თვალს. მერე რა, რომ ეს უკანასკნელი ქუჩაშიც კი ყოველ მეორეს აცვია. მსოფლიო ბრენდების კატალოგებში პერანგის ფორმის მოსაცმელების დიდი არჩევანი მოიპოვება.

ზევით