TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარეობს და წარმოადგენს კულტურისა და კრეატიულობის მულტიფუნქციურ პლატფორმას. სივრცე კონცეპტუალურ მაღაზიას, ყავის ბარს, ფოტო-ვიდეო სტუდიასა და ონლაინ ჟურნალის, TheDiary-ის ცენტრალურ ოფისს აერთიანებს.

TheDiary-ს კონცეპტუალური სახლი მასპინძლობს ყველას, ვისაც აინტერესებს ქალაქის შემოქმედებითი ცხოვრება. აქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე თბილისის კულტურულ გარემოს და მონაწილეობენ მის განვითარებაში.
TheDiary Concept House გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს. ბრენდებს შეუძლიათ აქ გამართონ პრეზენტაციები, ღონისძიებები და დახურული შეხვედრები.
სივრცე ხელმისაწვდომია ფოტო და ვიდეოგადაღებებისთვის, პროდუქციის პრომო აქტივობებისთვის და შემოქმედებითი კოლაბორაციებისთვის. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სტუდიით, ან დაიქირაონ სივრცე კერძო წვეულებისთვის.

Concept House ღიაა გამოფენებისთვისა და ხელოვნების სხვა ფორმების პრეზენტაციისთვის. კონცეპტუალური მაღაზიის ნაწილში წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია ადგილზე.
სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით, ჩაით ან ღვინით, განიტვირთონ ქალაქის ცენტრში და იგრძნონ თანამედროვე თბილისის შემოქმედებითი ატმოსფერო.
მისამართი: TheDiary Concept House, მიხეილ ზანდუკელი 15