KOTESI: სტილისა და ელეგანტურობის ქართულ-ესპანური კოლაბორაცია
აედევნე მზეს, ატარე სტილი - ასეთია Kotesi-ს სლოგანი, რომელიც ელეგანტურობასა და თავდაჯერებულობას ასხივებს. ქართულ-ესპანური ბრენდი სამკაულებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს ქმნის.
ამბობენ, რომ პრინცესა დიანას წითელი ფერი უყვარდა, წითელ ფერს კი პირიქით, დიანა.
ამბობენ, რომ წითელი მუქი ფერის თმის მქონე გოგოების სამოსია, თუმცა პრინცესა დიანა ამ ფერსაც იმდენად ელეგანტურად ირგებდა, რომ ძნელია, The lady in red-ს გვერდი ავუაროთ და მას მთელი სტატია არ მივუძღვნათ.
პრინცესა ხშირად ირგებდა წითელი ფერის სამოსს სხვადასხვა მიღებებზე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. წითელი კაბა, წითელი ქუდი, წითელი წინდები და წითელი ფეხსაცმელიც კი - ზედმეტი გეჩვენებათ? ნამდვილად! თუმცა, სტილის პრინცესა ამ ყველაფერს იდეალურად იხდენდა.
პრინცესა დიანა წითელ კაბებთან ერთად, წითელ ქურთუკებსაც ჩვეული ელეგენატურობით იხდენდა.
წითელი კოსტუმი და წითელი ქუდი? რა თქმა უნდა, კი, თუ ამ ყველაფრით სტილის პრინცესა - დიანა არის შემოსილი.
წითელი უდაოდ პრინცესა დიანას ფერი იყო და ამაზე არაერთი ფოტო მეტყველებს.