TheDiary-ის ივნისის Cover Story-ში სწორედ იმ ტიპის დასვენებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ქალაქგარეთ გამგზავრება და სრულფასოვანი განტვირთვა ახლავს. მთავარი პერსონაჟები მოდელი ანნა შელია და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე არიან. დღეს, როცა მათი ცხოვრების ცენტრში შვილები დგანან, ყოველი მოგზაურობა ოჯახური თავგადასავლის სახეს იღებს.
როგორია თქვენთვის იდეალური Weekend Getaway?
ანნა: მამშვიდებს ისეთი ადგილი, სადაც ბუნებაა მთავარი. ჩემთვის იდეალური დასვენება იქნებოდა სადმე მთაში, სუფთა ჰაერზე, კარგ სასტუმროში წასვლა, სადაც კარგი საუზმე და ყავა აქვთ.
ლაშა: იდეალური Weekend Getaway წარმომიდგენია აგარაკზე, რომელიც ჯერ არ გვაქვს. მაგრამ როცა ავიშენებთ, ქალაქთან ახლოს იქნება და ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გავატარებთ დროს.
როგორ აბალანსებთ კარიერასა და ოჯახურ ცხოვრებას?
ლაშა: რაგბის კარიერას ტრავმების გამო დავემშვიდობე, ამიტომ ახლა საკმარისი დრო მაქვს ოჯახთან გასატარებლად.
ძირითადად ვინ გეგმავს დასვენებებს?
ლაშა: ანნა! 3 წლით ადრე გეგმავს ყველაფერს, თუმცა არასდროს წავსულვართ იქ, სადაც წასვლა დავგეგმეთ, იმიტომ რომ გამგზავრებამდე გვბეზრდება.
ლაშა, აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა?
ლაშა: უეცრად შემეცვალა ცხოვრების რიტმი და ხშირად გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი რით დავიწყო დღე ან რა გავაკეთო, ტრავოლტას GIF-ის მსგავსად ვარ. ყველაზე მეტად ის ემოცია და ენერგია მენატრება, რასაც სპორტი მაძლევდა.
ანნა, სამოდელო კარიერა მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. როგორ აისახა დედობა თქვენს ყოველდღიურობაზე?
ანნა: ადრე მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო – ხშირად თვეებითაც ვრჩებოდი უცხოეთში. ახლა უკვე სხვაგვარად ვფიქრობ. როცა დედა ხდები, ყველა მოგზაურობა წინასწარ დაგეგმვას, გათვლას და ზოგჯერ გადადებასაც მოითხოვს. ჩემი დღის წესრიგი, პრიორიტეტები და პასუხისმგებლობები შეიცვალა.
ოჯახური ცხოვრების დასაწყისში საფრანგეთში მარტო ცხოვრობდით. დღეს ხშირად მოგზაურობთ შვილებთან ერთად?
ანნა: დიახ, იმ პერიოდის გახსენება ცოტა სენტიმენტალურია – მარტო ვიყავით, შორს ყველაფრისგან. მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო. ახლა შვილებთან ერთად მოგზაურობა უკვე ჩვენი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილი და ერთგვარი ტრადიციაა.
გრჩებათ თუ არა დრო პირადად თქვენთვის? ახერხებთ ქალაქგარეთ წასვლას, ორნი, უბრალოდ განტვირთვისთვის?
ლაშა: ვერა, სამწუხაროდ. ბავშვები პატარები არიან და მაქსიმალურად სჭირდებათ ჩვენი ყურადღება. მე პირადად არ განვიცდი ამ ფაქტს, პირადი დრო საკმარისად გვაქვს, თუნდაც სახლში ყოფნისას.
წლევანდელი ზაფხული დაგეგმილი გაქვთ?
ლაშა: დავგეგმეთ და თუ წასვლამდე არ მოვიბეზრეთ, როგორც ხშირად ხდება. იმედია ამჯერად მართლაც წავალთ.
და ბოლოს, როცა ქალაქგარეთ მანქანით გადიხართ, საჭესთან ვინ ჯდება?
ლაშა: ანნა ძალიან კარგი მძღოლია, თუმცა გზაში ხშირად კონტენტის შექმნით არის დაკავებული, ამიტომ ძირითადად მე ვარ საჭესთან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.