სილამაზის სამყაროს როლი გოგოების ცხოვრებაში ყოველდღიურად იზრდება, თავის მოვლის რჩეული საშუალებები და ხერხები, რომლებიც ჩვენი სახის კანს იდეალურ ბზინვარებას მიანიჭებს, ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებიან და ჩვენთვის ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი.

წარმატებულმა ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშილმა, Instagram გვერდზე გამომწერებს დიდი ხნის სურვილი აუხდინა და საკუთარი თავის მოვლის რუტინა და რჩეული პროდუქტები გაუზიარა. აჩქარებული, შავ-თეთრი ვიდეო თაკოს ყოველდღიურ რუტინას გვაჩვენებს, პოსტის აღწერა კი იმ პროდუქტების ჩამონათვალს და მცირე ხრიკებსაც შეიცავს, რასაც ქართველი მოდელი ყველაზე ხშირად მიმართავს.
თაკო სახის ნაკლოვანებებსა და მოულოდნელ გამონაყარს ყოველდღიურად ებრძვის. ამისთვის, მოდელი რუტინას 2 საშუალებით იწყებს და Kiehl’s და Mario Badescu-ს აკნესკენ მიდრეკილი სახის კანის დასაბანებს მონაცვლეობით იყენებს.
Blue Herbal Blemish Cleanser Treatment
ყიდვა
„რჩევა: არასდროს დაატანოთ ძალა პირსახოცს სახის კანის გამშრალებისას, მხოლოდ ნაზი მოძრაობებით შეიმშრალეთ კანი“.

თაკოს თავის მოვლის რუტინაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ღამის შრატები და კონცენტრატები, რომლებიც არაერთი დამამშვიდებელი და აღმდგენი ინგრედიენტით არის სავსე და ღამის განმავლობაში სახის კანის მანათობელ ეფექტზეა პასუხისმგებელი. ქართველი მოდელის თავის მოვლის რიტუალის განუყოფელი ნაწილი გახლავთ სახის დამატენიანებელი საცხი, Caudalie-ს სილამაზის ელექსირი და ტუჩის ბალმი.
Midnight Recovery Concentrate Face Oil
ყიდვა
პოსტის დასასრულ, თაკო ერთ მნიშვნელოვან რჩევასაც აძლევს გამომწერებს: „ყველა სახის კანი ინდივიდუალურია, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ჩემი კანისთვის აღმოვაჩინე. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს დერმატოლოგს/კოსმეტოლოგს მათ გამოყენებამდე“.
Estee Lauder advanced night multi-recovery complex
ყიდვა
Refining Lotion
ყიდვა
Mario Badescu drying lotion
ყიდვა
Beauty Elixir Face Mist
ყიდვა
LIP BALM #1
ყიდვა