#მოდა

რა უნდა ვიქონიოთ სანაპიროზე – TheDiary-ის საზაფხულო ათეული

გაზიარება:

ზაფხული ზენიტშია და როცა შესაძლებლობა გვაქვს, დღე აუზთან ან სანაპიროზე უნდა გავატაროთ – მივიღოთ ზამთრისთვისაც საკმარისი ვიტამინი D და კარგი განწყობის მარაგიც შევივსოთ.

TheDiary-ის რედაქციამ სანაპიროზე წასაღები ათი აუცილებელი ნივთი შეარჩია:

მზისგან დამცავი საშუალება

პირველი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, მზისგან დაცვაა. მზე კარგია, დამწვრობა – არა. შეარჩიეთ ფართო სპექტრის, წყალგამძლე SPF 30 ან SPF 50, სახლიდან გასვლამდე წაისვით და სანაპიროზე ყოფნისას ყოველ ორ საათში განაახლეთ.

nuxe spf 30

 

გასარუჯი ზეთი Gold SPF30

NUXE

ყიდვა

ტუჩის SPF

სახისა და ტანის მზისგან დაცვაზე ზრუნვისას ტუჩები ხშირად გვავიწყდება. ტუჩის კანი განსაკუთრებით ნაზია, ამიტომ ჩანთაში აუცილებლად უნდა გვქონდეს SPF-ის შემცველი ბალზამი და დღის განმავლობაში პერიოდულად განვაახლოთ.

lip balm equivalenza

 

ტუჩის ბალმი 

Equivalenza

ყიდვა

მზის სათვალე

მზის სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარი არ არის – ის თვალებს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და ნებისმიერ ლუქს დასრულებულ იერს აძლევს. 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ფორმები, ფერადი ლინზები და ჩარჩოები.

Miu Miu

 

სათვალე

Miu Miu

ყიდვა

საცურაო კოსტიუმი

საცურაო კოსტიუმების არჩევანი თითქმის უსასრულოა – მინიმალისტური მოდელებიდან ფერად ბიკინებამდე. თარგისა და ფერის არჩევანს თქვენ გიტოვებთ. 

ETAM - GELATO - BANDEAU SA

 

საცურაო კოსტიუმი Gelato 

Etam

ყიდვა

ზღვის პირსახოცი

შეარჩიეთ მსუბუქი, ფერადი და დიდი მოდელი. პრინტი კი შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმსა და ჩანთას შეუხამოთ ან არა, ზაფხულის ლუქი ხომ სრულს თავისუფლებას გვაძლევს.

Remember პირსახოცი, Rimini

 

საზღვაო პირსახოცი Rimini

Remember

ყიდვა

ჩალის ქუდი

ჩალის ქუდი ნებისმიერ საზაფხულო ლუქს უხდება და, ამასთან, სახესა და კისერს მზის პირდაპირი სხივებისგან იცავს. 

ჩალის ქუდი zara

 

ჩალის ქუდი

Zara

ყიდვა

ფლიპ-ფლოპები

ტყავის მძიმე ფეხსაცმლის ნაცვლად სანაპიროზე მსუბუქი რეზინის სანდლები შეარჩიეთ. Havaianas უკვე დიდი ხანია ზაფხულის განუყოფელ ბრენდად იქცა და სხვადასხვა ფერისა და ფორმის მოდელს გვთავაზობს. 

hawaianas navne

 

საზაფხულო ჩუსტები

Havaianas

გაიგეთ მეტი

ზღვის ჩანთა

ზღვის ჩანთა სანაპიროს ლუქის ერთ-ერთი მთავარი აქსესუარია. ის საკმარისად ფართო უნდა იყოს, რათა მასში პირსახოცი, მზისგან დამცავი საშუალებები, წიგნი და ყველა აუცილებელი ნივთი თავისუფლად მოთავსდეს. 

equivalenza, ზღვის ჩანთა,საზღვაო ჩანთა

 

საზღვაო ჩანთა

გაიგეთ მეტი

ტანისა და თმის მისტი

ტანისა და თმის მისტი ზღვიდან ამოსვლის შემდეგ მსუბუქი განახლებისთვის გამოგვადგება. ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა ციტრუსოვანი და ნაზი ყვავილოვანი არომატები. თმისთვის შეარჩიეთ სპეციალური, მსუბუქი ფორმულა, ხოლო ამ ზაფხულის ჩვენი ფავორიტი ესპანური ბრენდია Equivalenza.

მისტი

 

Tropical Passion Fruit ტანის მისტი

Equivalenza

ყიდვა

საზაფხულო საკითხავი

ამ ზაფხულისთვის ჩვენი პირველი არჩევანია ენდრიუ შონ გრირის Villa Coco – იტალიურ გარემოში განვითარებული ახალი რომანი, რომელიც საზაფხულო მოგზაურობის განწყობას უხდება. მეორეა კლერ პაუელის All In – ამბავი, რომელიც ევროპის მდიდრულ სასტუმროში, ერთ ცხელ უქმეებზე ვითარდება და ოჯახურ თუ სასიყვარულო ურთიერთობებს მსუბუქი იუმორით აკვირდება. ორივე წიგნი 2026 წლის გამორჩეულ საზაფხულო საკითხავებს შორის მოხვდა.

Villa Coco

 

Villa Coco

ენდრიუ შონ გრირი

ყიდვა

ზევით