დაკოტა ჯონსონმა ტეილორ სვიფტის ქორწილში Valentino-ს შავი კაბა მოირგო
დაკოტა ჯონსონი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში Valentino-ს 2026 წლის Pre-Fall კოლექციის შავი კაბით გამოჩნდა.
2026 წლის მზის სათვალე აღარ არის მხოლოდ პრაქტიკული დეტალი, რომელიც თვალს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. სათვალე სტილის ნაწილია: ზოგჯერ რეტრო, ზოგჯერ სპორტული, ზოგჯერ კი თითქმის ფუტურისტული. 2026 წლის ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია დიდი ფორმები, ფერადი ლინზები და ჩარჩოები.
OVERSIZED BUG-EYE

ყველაზე შესამჩნევი დაბრუნება oversized bug-eye სათვალეებს უკავშირდება. ეს ფორმა 1960-იანი წლების გლამურულ ესთეტიკას გვახსენებს, თუმცა 2026 წელს უფრო თანამედროვე სტილით დაბრუნდა. ახალი ვერსიები ნაკლებად ჰგავს კლასიკურ, მრგვალ სათვალეებს და უფრო მეტად ფუტურისტულ ფორმებს უახლოვდება: დიდი ჩარჩოებით, მასიური ფორმებით და საინტერესო ვიზუალური სტილით. Celine-ის Balenciaga-ს, Tory Burch-ისა და Saint Laurent-ის 2026 წლის ჩვენებებზე სწორედ ასეთი სათვალეები ვიხილეთ.
![]() |
|
მინიმალიზმი

ვისაც დიდი ფორმები ზედმეტად გადატვირთული ეჩვენება, სეზონის ყველაზე დახვეწილი ალტერნატივა თხელი მეტალის ჩარჩოა. 2026 წლის ასეთი სათვალეები კლასიკურ ავიატორებს აღარ იმეორებს. ისინი უფრო გეომეტრიულია – მართკუთხა, ექვსკუთხა ან კვადრატული ლინზებით. ასეთი სათვალე სახეს არ ფარავს და ჩაცმულობას მხოლოდ მცირე აქცენტს მატებს.
![]() |
|
CAT-EYE

Cat-eye სათვალეებიც დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ნაკლებად ჰგავს ძველ ჰოლივუდურ ვერსიას. 2026 წლის cat-eye უფრო სახასიათო, წაგრძელებული და სკულპტურულია. სათვალის ორივე კუთხე უფრო მკვეთრად არის აწეული, ჩარჩო უფრო გრაფიკულია, საერთო სტილი კი – თანამედროვე.
![]() |
|
ცისარტყელები ათასფერები

ფერიც სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვარდისფერი ლინზები და ჩარჩოები, წითელი, ყვითელი ან ცისფერი დეტალები ზაფხულის გარდერობს ძალიან უხდება. ასეთი სათვალე განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა ტანსაცმელი მარტივია: თეთრი მაისური ან პერანგი და ჯინსი, თუმცა არჩევანი და გამბედაობა თქვენზეა.
![]() |
|
2026 წლის მზის სათვალეების მთავარი ტენდენცია ერთ კონკრეტულ ფორმაში არ ეტევა. სეზონი არჩევანს სთავაზობს მათ, ვინც დიდ და თვალშისაცემ აქსესუარს ეძებს, ვისაც თხელი ჩარჩო ურჩევნია და ვინც ზაფხულში ფერსა და მცირე ექსპერიმენტს არ ერიდება. მთავარი პრინციპი კი შემდეგშია: სათვალე უნდა ერგებოდეს სახის ფორმას, გარდერობსა და იმ განწყობას, რომელსაც ყოველდღე ვირჩევთ.