ლეგენდარული SEX AND THE CITY ბრუნდება

sex and the city

სარა ჯესიკა პარკერმა (კერი ბრედშოუ) საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე Sex and the City-ის თიზერი გაავრცელა წარწერით: „ვფიქრობ, სად არიან ისინი ახლა?“ პარკერს ინსტაგრამზე სინთია ნიქსონიც (ამანდა) შეურთდა: „შენ, მე, ნიუ-იორკი, ყველაფერი შესაძლებელია... კრისტინ დევისმა კი, რომელიც შარლოტა იორკის როლს ასრულებს, თიზერი Facebook გვერდზე გაავრცელა: „ყველაფერი შესაძლებელია, შეხვედრამდე!“

sex and the city

Sex and the City-ის დაბრუნება გუშინ HBO Max-მა ოფიციალურად დაადასტურა

შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები პატრიკ კინგთან ერთად მთავარი როლის შემსრულებლები პარკერი, დევისი და ნიქსონი იქნებიან. სამანტო ჯონსის შემსრულებელი კი, კიმ კეტროლი სავარაუდოდ შოუს არ შეურთდება. მსახიობმა ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა, რასაც ხშირად სარა ჯესიკა პარკერისა და კიმ კეტროლის არამეგობრულ ურთიერთობებს აბრალებენ.

sex and the city abu dhabi

კენდეს ბუშნელის რომანზე დაფუძნებული „სექსი დიდ ქალაქში“ პირველად ეთერში 1998 წელს გავიდა, და ოთხი მეგობრის ისტორიასა და თავგადასავლებს მოგვითხრობს. შოუ ექვს სეზონს მოიცავს და არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის 7 „ემისა“ და 8 „ოქროს გლობუსის“.

 

ზევით