ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.

Roscón de Reyes – ფერადი დესერტია, რომელიც ნებისმიერ სუფრას გაახალისებს, საახალწლო ვახშამზე კი ბავშვებისთვის ნამდვილ ფეიერვერკად იქცევა!
• 600 გრ ფქვილი
• 3 ც კვერცხი
• 100 გრ კარაქი
• 75 გრ შაქარი
• 3 ს/კ ვარდის წყალი
• 1 ½ ჭიქა რძე
• 25 გრ საფუარი
• ¼ ს/კ მარილი
• სხვადასხვა სახეობის ჩირი
• ნუში
• თეთრი კრემი
საფუარს დაასხით რძე. ჯამში ჩაყარეთ 8 ს/კ ფქვილი და დაუმატეთ რძეში შერეული საფუარი. კარგად მოურიეთ და ჭურჭელი თბილ ადგილას მოათავსეთ. ზედაპირზე ნაჭერი გადააფარეთ და დატოვეთ მანამ, სანამ კარგად არ გაფუვდება. ამას დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება. დარჩენილი ფქვილი მეორე ჯამში ჩაყარეთ და შუაგულში დაამატეთ დარჩენილი რძე, 2 ცალი ათქვეფილი კვერცხი, შაქარი, მარილი და ვარდის წყალი. მიღებული მასა დაამრგვალეთ და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ კარაქიც. შემდეგ პირველ ჯამში აფუებულ ცომს შეურიეთ და თბილ ადგილას 4 საათით დატოვეთ. ცომი დაამრგვალეთ, ოდნავ გააბრტყელეთ და მისი შუაგული წრიული ფორმით ამოაჭერით. ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი და ცომს ზედაპირზე ფუნჯით გადაუსვით. გააფორმეთ ჩირითა და ნუშით, ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ და მიქსი 45 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ნამცხვარი სპეციალურ ჭურჭელზე გადაიტანეთ, შუაგული თეთრი კრემით ამოავსეთ და საახალწლო სუფრაზე გაიტანეთ.