როდესაც საქმე საახალწლო სუფრის გაწყობას ეხება, შეზღუდვები უბრალოდ არ არსებობს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს იმდენად პომპეზური, რამდენადაც ეს ჩვენს განწყობას და სადღესასწაულო ენთუზიაზმს შეეფერება. ოჯახური ვახშამი მაგიური ღამის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილია, რომელიც გაზიარებული სითბოსა და სიყვარულის სინონიმადაც მიიჩნევა. ალბათ, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მისი ყოველი დეტალი, კერძებითა და ტკბილეულით დაწყებული, საახალწლო სუფრით დამთავრებული, იდეალურად გამოიყურებოდეს.
რომელ სტილზე აკეთებთ არჩევანს კარს მომდგარი სადღესასწაულო ვახშმისთვის? კლასიკურ საახალწლო გაფორმებას ირჩევთ წითელ და მწვანე ფერებში, თუ სუფრაზე მეტი დრამატულობა შემოგაქვთ ოქროსფერი აქცენტებით? იქნებ, ელეგანტურობასა და სიმარტივეს ირჩევთ? თუ ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ გაქვთ და საახალწლო სუფრის დეკორაციისთვის შთაგონებას ახლაც ეძებთ, რამდენიმე საინტერესო დიზაინს შემოგთავაზებთ.
1. ტარტანის კლასიკური სუფრა

ის, რაც ყოველთვის მოდური და საახალწლოა, ტარტანის საახალწლო სუფრა დამატებითი დეკორაციის გარეშეც დაატარებს საუკეთესო განწყობას საკუთარ თავში.
2. ბოჰემური დეკორაციები

ხმამაღალი და თამამი დეკორაციები, საახალწლო სუფრაში ჩაქსოვილი მაქსიმალიზმი. უკვე ვახსენეთ ხომ, რომ სადღესასწაულო სუფრის მორთვაზე წესები არ ვრცელდება?
3. ყინულის დედოფალი

სრულად თეთრ ფერში გადაწყვეტილი საახალწლო სუფრა თქვენს სახლში სიმშვიდეს შემოიტანს, თუმცა ამ თემატიკის არჩევის შემთხვევაში წინ უდავოდ დიდი შრომა გელით.
4. CANDY LAND

საახალწლო დეკორაციის დანახვა, რომელიც თქვენს პატარებს ყველაზე მეტად გაახარებს, ტკბილეულით მორთული სუფრა ერთდროულად გემრიელი და მარტივი გამოსავალია.
5. მეტალიკის დეკორაციები

რაღაც მბზინავი და თვალისმომჭრელი სუფრაზე ყოველთვის გონივრული არჩევანია, სადღესასწაულო განწყობის არსიც ხომ ამაში იმალება?
6. ყვავილები სუფრის ცენტრში

ელეგანტური საახალწლო სუფრის შექმნა ლამაზი ყვავილების თაიგულითაც შესაძლებელია, მეტიც, ეს საკმაოდ გონივრული და პრაქტიკული გამოსავალია, როდესაც დეკორაციების შექმნისთვის დრო არ გრჩებათ.
7. A FANCY FEAST

მათთვის კი, ვისაც წინ დეკორაციების შესაქმნელად დიდი დრო აქვს, რაღაც დიდებულს და დასამახსოვრებელს შექმნის, ნაძვის ხის ტოტები, გირჩები და აბრეშუმის ლენტები ამისთვის კარგი არჩევანია.
8. მინიმალისტური ხედვა

თუ მინიმალიზმს არც ახალი წლის დღეებში ღალატობთ, არჩევანი თქვენთვისაც მოიძებნება. განწყობის შექმნას ნაძვის ხის ტოტებითა და ნეიტრალური ფერის სანთლებითაც მარტივად მოახერხებთ.
9. საახალწლო დეკორაციები

დეკორაციები პირდაპირ საახალწლო ხიდან შეგვიძლია ვითხოვოთ და საახალწლო სუფრა ფერადი სათამაშოებით გავალამაზოთ.
10. გრავიტაციის საპირისპიროდ

არ დაგავიწყდეთ, რომ საახალწლო დეკორაციებით როგორც სუფრის დამშვენება, აგრეთვე მისი მიმდებარე ტერიტორიის მორთვაც შეგიძლიათ.