RALPH LAUREN-ის 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია
Ralph Lauren-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2027 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ამერიკული კლასიკა, რომანტიკული საღამოს სამოსი და ჯინსი გააერთიანა.
ინგლისელმა სუპერმოდელმა როზი ჰანთინგთონ უაითლის საკუთარ Instagram გვერდზე დაზიანებული და გამომშრალი თმის მოვლის მარტივი რუტინა გაგვიზიარა და რჩეული თავის მოვლის ბრენდი shu uemura-ც გაგვაცნო.
"როდესაც ჩემი თმა ძლიერადაა დაზიანებული ცხელი სტაილინგის მოწყობილობებისგან ან ზედმეტად მგრძნობიარე ხდება, ეს გახლავთ ჩემი აღმდგენი რიტუალი @shuuemura_artofhair-თან ერთად. The Ultimate Reset შეიცავს ბრინჯის წყალს, რომელიც ეხმარება თმას გაძლიერებასა და გაყოფილ ბოლოებთან ბრძოლაში" - დაწერა როზიმ ვიდეოს აღწერაში, რომელშიც ნაბიჯ-ნაბიჯ გადის თავის მოვლის თითეულ საფეხურს.
დაზიანებულ თმაზე ზრუნვა როზისთვის, Ultimate Reset Shampoo for Very Damaged Hair-ით იწყება, რომელსაც ამავე ბრენდის აღმდგენი ნიღაბი მოსდევს, ბოლო საფეხური კი სუპერმოდელისთვის თმის სპეციალური სავარცხლით დავარცხნას გულისხმობს.
როზი ჰანთინგთონ-უაითლის რჩეული თმის პროდუქტების შეძენა @sephora-ზეა შესაძლებელი.