წლევანდელმა პრიცკერის პრემიამ, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც არქიტექტურის ნობელს, კიდევ ერთხელ აღნიშნა იაპონელი არქიტექტორის ბრწყინვალება.
პრესტიჟული ჯილდო იოკოჰამაში დაფუძნებულ არქიტექტორს, რიკენ იამამოტოს გადაეცა. ის პრიზით "კაცობრიობის მიმართ გაწეული სამსახურისთვის" დააჯილდოვეს. არქიტექტორი პრიცკერის პრემიის მეცხრე იაპონელი ლაურეატია, რაც ადასტურებს მისი ქვეყნის მუდმივ ჩართულობას არქიტექტურის სამყაროში.
ტიანჯინის ბიბლიოთეკა, ჩინეთი
იამამოტო ცნობილი პრაქტიკული და ამავდროულად ინოვაციური დიზაინებით გახდა. იგი არასოდეს ყოფილა მოდური ავანგარდის ნაწილი. იამამოტოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრები - საბინაო პროექტები, საერთო საცხოვრებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებებია. მისი დიზაინი არ არის განსაკუთრებული, რის გამოც იამამოტოს გამარჯვება არც ისე მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, პრემიის ჟიურის თავმჯდომარის სიტყვებმა ნათლად დაგვანახა, თუ რატომ იმსახურებდა 78 წლის არქიტექტორი ჯილდოს. “იამამოტო ღირსებას სძენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ნორმალურობა არაჩვეულებრივი ხდება. სიმშვიდე იწვევს ბრწყინვალებას.”
ნაგოიას უნივერსიტეტი, იაპონია
მრავალწლიანი კარიერის მანძილზე, იამამოტო ოსტატურად მუშაობდა არქიტექტურის, როგორც საჯარო, ისე კერძო მიმართულებებზე. მისი დიზაინი, რომელიც სიმარტივითა და ფუნქციურობით გამოირჩევა, უპირატესობას ანიჭებს არქიტექტურული სივრცის არსს: სოციალურ სტრუქტურასა და ადამიანურ კავშირს. თავად არქიტექტორის სიტყვები ნათლად ასახავს მის დამოკიდებულებას: „მუზეუმები და საჯარო დარბაზები არ მაღელვებს... კოლექტიური საცხოვრებელი და სკოლები უფრო საინტერესოა“.
ფუსას მერია, იაპონია
იამამოტოს არქიტექტურული ფილოსოფია შთაგონებას იღებს მისი მოგზაურობებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ტრადიციულ სოფლებში, სადაც ნაგებობები უმეტესად მათი პრაქტიკული როლების შესაბამისადაა აგებული. მან შექმნა ნეიტრალური, მოდერნისტული სტილის ნამუშევრები, ფოლადის, ბეტონისა და მინის კუბური, ბადისებრი ფორმები, რაც ერთი შეხედვით არც ისე აღმაფრთოვანებელია. მიუხედავად ამისა, ნაგებობების დეტალური დათვალიერების შემდეგ ცხადი ხდება მათი კომპლექსურობა და დახვეწილობა.
Hotakubo Housing - არქიტექტორის პირველი სოციალური საბინაო პროექტი
იაპონელი არქიტექტორი ქალაქში არსებულ საზოგადოებრივ დანაწევრებულობაზე წუხდა, რის გამოც მისი შენობები სოციალურადაა სტრუქტურირებული, შექმნილია საზოგადოების ერთიანობის, კოლექტიური ცხოვრებისა და ურთიერთდახმარების გრძნობის გასაძლიერებლად. როგორც პრიცკერის ჯილდოს ჟიურიმ განაცხადა, პრემიის ლაურეატის არქიტექტურა არა მხოლოდ უკანა ფონზე, არამედ წინა პლანზე წარმოგვიჩენს ყოველდღიურ ცხოვრებას, კიდევ უფრო აფერმკრთალებს იმ ბუნდოვან საზღვრებს, რომლებიც საჯარო და პირად განზომილებებს შორისაა და ხალხს მეტ შესაძლებლობას აძლევს, სპონტანურად შეხვდნენ და გაიცნონ ერთმანეთი.
იოკოსუკას ხელოვნების მუზეუმი, იაპონია
2000 წელს იამამოტოს პროექტით აშენდა სახანძრო სადგური ჰიროშიმაში. შვიდსართულიანი ყუთის ფორმის ნაგებობა ყველა მხრიდან შუშითაა შემოსილი, რაც საზოგადოებას საშუალებას აძლევს დაინახოს, თუ რა ხდება შიგნით. შენობა პრაქტიკულადაა მორგებული არა მარტო მეხანძრეებზე, არამედ ყველასთვის, ვინც შესვლას მოისურვებს. იამამოტო ამით ცდილობდა ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია სადგურის კავშირი იმ უბნის მაცხოვრებლებთან, რომელსაც ემსახურებიან. იამამოტოს ასევე უმუშავია ისეთ საგანმანათლებლო პროექტებზე, როგორიცაა საიტამას პრეფექტურის უნივერსიტეტი. მისი იდეები ემსახურება მოქნილი, თანასწორუფლებიანი სასწავლო სივრცეების შექმნას, რაც ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას, როგორც სტუდენტებში, ასევე პედაგოგებს შორის. უნივერსიტეტის ცხრა შენობა დაკავშირებულია ტერასებით, რომლებიც ბილიკებით უერთდება ერთმანეთს.
Jianwai SOHO
რიკენ იამამოტოს არქიტექტურა სცილდება უბრალო მშენებლობას. მისი დიზაინი წარმოგვიდგება, როგორც დამაკავშირებელი ძაფი პირად და საზოგადო სივრცეებს შორის. მისთვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო სისტემა, არამედ საზოგადოება, რის გამოც არქიტექტორის შემოქმედება ერთგვარად სოციალური მოძრაობაა, რომელიც ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას, ხიდების ნგრევისა და მყარ საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.