შემოდგომის ოდნავ სუსხიანი ამინდები იდეალური პერიოდია ჩვენი სუპებისა და კრემ-სუპების რეცეპტების გასახსენებლად და კომფორტულად მოსაკალათებლად. თუკი ჯერაც არ აღმოგიჩენიათ მადისაღმძვრელი და საოცრად გემრიელი წვნიანის რეცეპტი, მაშინ მზად ვართ ის If.ge-სთან ერთად გაგიზიაროთ. გვერწმუნეთ, ეს სუპი არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ოჯახის წევრების და განსაკუთრებით პატარების საყვარელი საჭმელი იქნება.
ინგრედიენტები:
- სტაფილო 3-4 ცალი
- ხახვი 2 ს.კ.
- ნიორი 2 კბილი
- ბოსტნეულის ნახარში 300 გრ.
- ფორთოხლის წვენი 100 გრ.
- ჯინჯერის ფხვნილი ნახევარი ჩ.კ.
- კარაქი/ზეითუნის ზეთი 1 ს.კ.
- ქინძი 1 ს.კ.
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი:
ცხელ ტაფა-ქვაბში მოათავსეთ კარაქი/ზეითუნის ზეთი, ნიორი და ხახვი, კარგად მოთუშეთ და დაამატეთ სტაფილო, მოურიეთ.
მიღებულ მასას დაუმატეთ ბოსტნეულის ნახარში და ფორთოხლის წვენი, აგრეთვე დაუმატეთ მარილი, პილპილი და ჯინჯერი და აადუღეთ 15-20 წთ.
გადმოდგით ცეცხლიდან, მასა გადაიტანეთ ბლენდერში,დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დააბლენდერეთ.