დუა ლიპა: საცურაო კოსტიუმების ტრენდსეტერი
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სრულიად სიმეტრიული სახე გაცილებით ლამაზია, ვიდრე სახე მცირედი განსხვავებებით, მცდარია! სინამდვილეში სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეების განსხვავებები ინდივიდუალიზმსა და იმ განსაკუთრებულ პეწს გვძენს, რაც ერთმანეთისგან გამოგვარჩევს.
იმისათვის, რომ ზემოხსენებული მითის სიცრუეში დაგარწმუნოთ, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ და რამდენიმე Hollywood-ელი ვარსკვლავის ფოტოები Photoshop-ის საშუალებით სარკისებრი ეფექტით დავამუშავეთ, რამაც სრულიად სიმეტრიული, მაგრამ არც ისე ლამაზი სილუეტები მოგვცა.
#1 ადრიანა ლიმა
#2 ანჯელინა ჯოლი
#3 ჯენიფერ ლოპესი
#4 კირა ნაითლი
#5 მარგო რობი
ახლა დროა ექსპერიმენტი საკუთარ სახეზე ჩაატაროთ. გადაიღეთ ფოტო ანფასში, crop-ით გაჭერით ზუსტად ცენტრში, შემდეგ მოჭრილი ფოტო თავდაპირველ ფოტოს გადაადეთ და ცენტრს დაამთხვიეთ. სულ სხვა შედეგს ელოდით, არა?