
და მაინც რა არის ტონერი და რა სარგებელი მოაქვს მას, ან საერთოდაც, რით განსხვავდება ტონიკისგან?
სპოილერი: ტონერი ბევრად მეტია ვიდრე წყალი და სრულიად განსხვავდება ტონიკისგან!
აზიელი ქალები გამოირჩევიან ხავერდოვანი იდეალური სახის კანის სტრუქტურით, რაც დანარჩენი სამყაროს ქალების უმრავლესობითვის შესაშურიცაა. ბოლო პერიოდში აზიიდან სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სულ უფრო და უფრო მეტი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალების ექსპორტირება ხდება და არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე, კორეული კოსმეტიკის საკმაოდ დიდ არჩევანს ნახავთ.

კორეული კოსმეტიკის დედა-დედოფალი კი მისი აღმატებულობა - ტონერია და დღეს ჩვენ მასზე ბევრს ვისაუბრებთ.
ტონერი სახის კანის ph ბალანსს აღადგენს, თან დაუყოვნებლივ. მისი უმთავრესი დანიშნულებაც ეს არის, რაც შეიძლება მალე და ღრმად დაატენიანოს სახის კანი. სახის დაბანა, თუნდაც უბრალო წყლით, ძალიან აშრობს კანს. იმისათვის რომ ph ბალანსი სასწრაფოდ აღდგეს, საჭიროა ტონერი, რომელიც წამებში ატენიანებს სახეს. ძალიან გთხოვთ, ნუ აგერევათ ტონერი და ტონიკი. ტონიკს საკუთარი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახის მოვლის რუტინაში.
როგორ მოვიხმაროთ ტონერი:
ტონერს აქვს ერთი წესი და მას ჰქვია: 5 წამის წესი.
ტონერისთვის არსებობს გარკვეული დრო, როდესაც მისი გამოყენება უნდა მოვასწროთ და ეს არის დაბანიდან ზუსტად 5 წამი. მარტივად რომ აგიხსნათ, იბანთ სახეს და დაუყოვნებლივ ისვამთ ტონერს თქვენს სახეზე. ამ შემთხვევაში, თქვენი კანი კარგავს ძალიან მცირე ტენიანობას.
ოქროს მეთოდი:7 ფენა
კორეელებს მშრალი და ნაზი სახის კანის სტრუქტურა აქვთ, ამიტომაც ისინი ხშირად მიმართავენ ტონერის შვიდი ფენის მეთოდს. ეს მეთოდი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, გარდა ცხიმიანისა. პირველი ფენა: დაბანისა და გაწმენდის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიწმინდეთ სახე ტონერით გაჟღენთილი ბამბის დისკებით. მეორე და დანარჩენი ხუთი ფენა კი მოიცავს შემდეგს: ტონერი სახეზე თითიბის ბაკუნით, ფენა-ფენა წაისვით ცენტრიდან გარე მიმართულებით. არ წაისვათ ტონერი თვალების გარშემო, თუ შეფუთვაზე სხვა რამ არ არის მითითებული.
ტონერის შემდეგ, სასურველია წაისვათ დამატენიანებელი კრემი. კანის ასეთი რუტინა მას სიკაშკაშეს შესძენს და ძალიან მალე მადლობასაც გეტყვით.
ჩვენი რჩეული ტონერებია:
1. MIZON - ტონერი კორეული ბრენდის ლოკოკინის ხაზიდან. სუპერ პროდუქტი დამზადებულია ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზე, რომელიც დატენიანების გარდა, ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებს, ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერს და ჯანსაღ ფერს. PSP
1. MIZON - ტონერი კორეული ბრენდის ლოკოკინას ხაზიდან. სუპერ პროდუქტი დამზადებულია ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტზე, რომელიც დატენიანების გარდა, ნაკლებად შესამჩნევს ხდის ნაოჭებს, ანიჭებს კანს ახალგაზრდულ იერს და ჯანსაღ ფერს.
 |
Mizon - მიზონი ლოკოკინის სახის ტონერი
|
2. CAUDALIE იდეალურია ცხიმიანი და კომბინერებული კანისთვის. ის ატენიანებს და კვებავს სახის კანს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს და იცავს კანს გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან.PSP

3. A.H.C. ტონერი ჰიალურონის მჟავით - კორეაში პრემიუმ ბრენდების სიაში შედის. იგი მაქსიმალურად ატენიანებს კანს და აძლიერებს ტენიანობის შენარჩუნებას, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ანიჭებს მას სირბილეს, სიმკვრივეს, სიპრიალეს, აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს კანზე, ამცირებს ფორებს, გააჩნია მკვებავი, დამატენიანებელი ნივთიერებებისა და მცენარეული ექსტრაქტების მაღალი კონცენტრირებული შემადგენლობა. Korean cosmetics in Georgia

4. LA ROCHE POSAY ლოსიონი-ტონერი შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. ინტენსიური რეგენერაციული ეფექტის გარდა, ტონერი შესანიშნავად ასუფთავებს კანს კოსმეტიკური საშუალებების, მტვრისა და ცხიმის ნაწილაკებისგან. პროდუქტი ასევე ატონიზირებს და ანახლებს კანს.
