Covid-19 პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის შეცვალა მოდა და ტენდენციები. თითქმის ერთწლიანი ლოქადაუნის შემდეგ, ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება. ვაქცინამ, რომელმაც საქართველომდეც მოაღწია, დიდი იმედები შეგვიქმნა, რომ ძალიან მალე ხალხი თავისუფლად ივლის ქუჩებში, იქნება ბევრი გლამურული წვვულებები და ხალხს ერთმანეთის ჩახუტების აღარ შეეშინდება.
და სწორედ ახლა, როგორც არასდროს სინდი ლაუპერის სიმღერა Girls, just wanna have fun! სუპერ აქტუალური ხდება. ეს განწყობა კი თმის ტრენდებზე განსაკუთრებით აისახა და ექსპერიმენტებს საკუთარ თმებზე ჰილარი დაფი, კაილი ჯენერი, დუა ლიპა, ქეთი პერი და დემი ლოვატო ატარებენ, მათ კი TikTok გოგოები ეხმაურებიან და თმის ერთგვარ სუბკულტურასაც ქმნიან.
წარმოგიდგენთ გაზაფხულის თმის ფერის ტოპ 5 ტრენდს:
ტრენდი #1: ვარდისფერი ოცნება.
ანუკი არეშიძე
ეს ფერი იდეალურია მათთვის ვისაც ქერა ანუ ღია ფერის თმა აქვს. „ვარდისფერი ოცნება“ ძალიან უხდება გაზაფხულს და იდეალური იმ გოგოებისთვის, ვისაც საკუთარ გარეგნობას მეტი ფემინურობა სურს შესძინოს.
ტრენდი #2: ოქროსფერ-შოკოლადისფერი.
ჯესიკა ბილი
ეს ორი ფერი ცალ-ცალკეც ხომ სუპერ ფერებია, მაგრამ მათი კომბინაცია თმის საოცრად თბილ და „გემრიელ" ფერს ქმნის.
ტრენდი #3: მუქი შოკოლადისფერი.
სარა სამპაიო
მუქი შოკოლადისფერი ნებისმიერი ასაკისა თუ კანის ფერის ადამიანს უხდება. ზოგადად შოკოლადი სიტკბოებასთან ასოცირდება, ასე რომ, თუ გსურთ ერთდროულად მოდურიც და „გემრიელიც" იყოთ, მიაშურეთ თქვენს საყვარელ სალონს და მუქ შოკოლადისფერს უთხარით - კი!
ტრენდი #4: ლაზიერის გამბიტი
ჯიჯი ჰადიდი
ლაზიერის გამბიტის მთავარი გმირის თმის ფერი 2021 წლის სუპერ ტრენდულ ფერად იქცა და ვერც პოდიუმის დედოფალმა - ჯიჯი ჰადიდმა თქვა უარი ამ ფერზე.
ტრენდი #5: ამეთვისტო
კეტი პერი
ამეთვისტო სინაზის განსახიერებაა, თუმცა ამ ფერის არჩევა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა.
და ბოლოს, იმისათვის, რომ თმას სასურველი ტონალობა შევძინოთ, აუცილებლად თავი პროფესიონალს და თმის საღებავის პროფესიონალურ ხაზს უნდა ვანდოთ. Wella Professionals-ის პროდუქტის მდიდარი ბაზა კი თმას არამხოლოდ სასურველ ფერს შესძენს, არამედ საფუძვლიანად გააჯანსაღებს.
ქართული სამკაულების ბრენდი აზერბაიჯანის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი. ბრენდის დამფუძნებელი და დიზაინერი, ნინო სეფიაშვილი, ჩვენთან ინტერვიუში ბაქოს მოდის კვირეულზე, ახალ კოლექციასა და შემოქმედებით გეგმებზე საუბრობს.
10 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის ახალი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია სახელად Superfine: Tailoring Black Style შავკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიას - განსაკუთრებით დენდის კულტურას - მიეძღვნა.
შავკანიანთა დენდიზმი წლევანდელი მეთ გალას ცენტრალური თემა იყო. Balck Dandy კი წარმოუდგენელია ისეთი აქსესუარების გარეშე, როგორიცაა ქუდი, საათი, სიგარა, ბეჭედი თუ ხელჯოხი. ამ აქსესუარების მრავალი ვარიაცია ვიხილეთ მეთ გალას ხალიჩაზე. მოდით, თვალი გადავავლოთ, გამორჩეულ დეტალებს წლევანდელი Met Gala-ს ლუქებიდან.