ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ამ უგემრიელეს კერძს სულ რაღაც 20 წუთში მოამზადებთ. რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს, ის ძალიან ჯანსაღია და ბევრად სჯობს იმ მავნე საკვებს, რომლის მომზადებასაც შესაძლოა გაცილებით მეტ დროს უთმობდეთ.
ინგრედიენტები
• 250 გრ პასტა
• 2 ს/კ ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი
• 1 ც ხახვი (გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი)
• 2 თავი ნიორი (დანაყილი)
• 1 ც ყაბაყი (წვრილად დაჭრილი)
• 1 ც ბადრიჯანი (წვრილად დაჭრილი)
• 125 გრ შავი ზეთისხილი (უკურკო)
• 400 მლ პომიდვრის სოუსი
• 2 ს/კ პომიდვრის პიურე
• 1 ს/კ ტკბილი წიწაკის სუნელი
• ½ ს/კ პილპილი
• ½ ს/კ წითელი წიწაკის სუნელი
• 1 ს/კ წითელი წიწაკის ფანტელი
• 1 ც ლიმონის წვენი
• მარილი
• ცოცხალი ბაზილიკა (წვრილად დაჭრილი)
მომზადების წესი
მოხარშეთ პასტა ისე, როგორც შეფუთვის ინსტრუქციაშია მითითებული. პარალელურად, დიდ ქვაბში ჩაასხით ზეთი, გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ ხახვი და ნიორი. დატოვეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ყაბაყი, ბადრიჯანი და ზეთისხილი. დატოვეთ 3 წუთით, შემდეგ კი დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, პიურე, კვლიავი, ტკბილი წიწაკის სუნელი, პილპილი, წითელი წიწაკის სუნელი და ფანტელი. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დატოვეთ 10-12 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ. მიღებული მასა მოხარშულ მაკარონზე გადაიტანეთ და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ ბაზილიკა და გემრიელად მიირთვით.