Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორის ამპლუაში დებიუტიდან რამდენიმე დღეში, ფარელი მოდის სახლის გაზაფხული/ზაფხული 2024 წლის კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც არც მეტი არც ნაკლები რიანა მონაწილეობს.
ფარელმა Instagram-ზე, ორსული რიანას გიგანტური პოსტერის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც რიანა მოდის სახლის ფერადი კლასიკური ჩანთებით და ჭიქა ყავით ხელში პოზირებს, სრულად შავებში გამოწყობილი, იმ კონტრასტის მისაღწევად, რომელსაც ფოტოსურათი გვთავაზობს. ფარელისა და რიანას ურთიერთობა 2017 წელს N.E.R.D-ის კოლაბორაციით იღებს სათავეს, რაც 2020 წელს მომღერლების საერთო ალბომის ანონსით გაგრძელდა, ახლა კი ფარელის ახალ ამპლუაში საკულტო მოდური კოლაბორაციით დაგვირგვინდა.
რაც შეეხება ფარელისა და Louis Vuitton-ის ურთიერთობას, ის კიდევ უფრო ადრე იღებს სათავეს, მომღერლისა და მოდის სახლის გზები პირველად 2004 წელს გადაიკვეთა, როდესაც ფარელმა Louis Vuitton-ის სათვალეების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. თითქმის 2 ათწლეულისა და კიდევ უამრავი კოლაბორაციის შემდეგ, რეპერმა გარდაცვლილი ვირჯილ აბლოას ადგილი დაიკავა და მოდის სახლის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად მოგვევლინა.
ფარელი 20 ივნისს, პარიზის მოდის კვირეულზე, Louis Vuitton-ისთვის პირველ კოლექციის დებიუტს წარადგენს.