უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, გავრცელებულია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი: თბილი ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, რომელსაც დასავლეთ საქართველო შავი ზღვის მხრიდან გვაწვდის, აღმოსავლეთ საქართველოს ველები მშრალ კონტინენტურს, კავკასიონის მარადიული თოვლის და მყინვარის ზონა ნიველურ ჰავას...
საქართველო მდიდარია სხვადასხვა სამთო თუ საზღვაო კურორტებით, თუმცა ამ სტატიას ბაკურიანს მივუძღვნი, დაბას ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომელიც გამოირჩევა წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთებით, ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ბაკურიანი იდეალურია თუკი გსურთ ზაფხულის პერიოდში თბილისის +30 გრადუსიანი სიცხეს დააღწიოთ და სიმშვიდე მოიპოვოთ.
ზამთრის პერიოდში კი ბაკურიანი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, ის გამორჩეულია სამთო ინფრასტრუქტურით და სათხილამურო ტრასების მაღალი დონით. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტია, სწორედ ამიტომ 2023 წელს აქ სნოუბორდისა და სათხილამურო ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
ფოტო: Georgian Travel Guide
ბაკურიანში საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, აქ უამრავი კაფე და სასტუმროა. თუმცა, ჩემი არჩევანი ცხელი ზაფხულის პერიოდში Orbi Palace-ზე შეჩერდა, ეს ადგილი ადრეც მოვიწონე როდესაც რამდენიმე წლის წინ მას ზამთრის პერიოდში ვსტუმრობდი. ორბის სასტუმრო კომპლექსი მოწყვეტილია ცენტრის ხმაურს, მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ახლოს არის დიდველის საბაგირო, დაახლოებით 300 მეტრში, აქვე სასეირნო ტყე-პარკია, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ გაერთოთ და დაისვენოთ, მოკლედ, მე თუ მკითხავთ ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაკურიანში.
Orbi Palace-ის აპარტამენტები თანამედროვედ მოწყობილი და კომფორტულია, სასტუმროში კი ფუნქციონირებს და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია - საცურაო აუზი, საუნა და სპა. მთის ჰავა, დღის განმავლობაში მზის აბაზანები და დაისზე კი სპა, ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ ამშვიდებს ეს ყველაფერი დიდი ქალაქის საცობებისგან აწიოკებულ ნერვულ სისტემას.
ცხელმა ზაფხულმა უკვე ჩაიარა, თუმცა წინ გრძელი და ფუმფულა ზამთარი გველის, ფუმფულა და თეთრი რა თქმა უნდა ბაკურიანში, თორემ თბილისელებს ბუნება თოვლით დიდად არ გვანებივრებს. მოკლედ, თუკი სრიალის ან უბრალოდ ქათქათა თოვლის მოყვარული ხართ და ამ ზამთარს აუცილებლად გეგმავთ ვოიაჟს სამთო კურორტზე, მე გირჩევთ ა) არჩევანი ბაკურიანზე გააკეთოთ, ბ) Orbi Palace-ის სასტუმრო კომპლექსი ახლავე დაჯავშნოთ.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.