მოდის სამყაროს საკულტო ფიგურა, 90-იანი წლების განუმეორებელი სუპერმოდელი და მოდის ინდუსტრიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, მოდის კვირეულების ციებ-ცხელებაში აქტიურადაა ჩაბმული და 35-წლიან ბრწყინვალე კარიერას ახალთახალ შოუებს მატებს.
ნაომი ყურამდეა შეყვარებული თავის საქმეზე და ეს ფაქტი მის დიდებულ სამოდელო კარიერაზეც აისახება, თუმცა დასვენება მოდის საკულტო ფიგურებსაც სჭირდება და როდესაც ნაომი კემპბელი გადაწყვეტს, რომ დროა რეალობას მოწყდეს და დრო საკუთარ თავს დაუთმოს, ის ზღვისპირა ქალაქ მალინდისკენ, კენიისკენ იღებს გეზს. აქ ნაომის ზღაპრული სახლი ელოდება ინდოეთის ოკეანის ხედებით, რომელიც 20 წელზე მეტია კემპბელს პირად სამოთხედ ემსახურება, მაშინ, როდესაც ის ლონდონისა და ნიუ-იორკის ცხოვრების ტემპით იღლება.
აქ არ გჭირდება ტელეფონში ყოფნა, არც ტელევიზორს ეძებ, ერთადერთი რაც გჭირდება კითხვა და საკუთარ თავთან მეტი დროის გატარებაა - აცხადებს ნაომი.
ნაომი კემპბელი მალინდის პირველად 1990-იან წლებში ესტუმრა და რამდენიმე წლის შემდეგ უკან დიდი სიხარულით დაბრუნდა და სახლიც შეიძინა. ნაომის სახლი მალანდიში უხვადაა დაჯილდოებული ბუნებრივი განათებით, აქ მზის სხივები სახლის თითოეული კუთხიდან აღწევს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ სახლი კენიისთვის დამახასიათებელ სტილშია აშენებული მაკუტის მაღალი სახურავით, მივხვდებით, რომ ბუნებრივი განათება უდიდეს როლს ასრულებს ამ მხარეში.
მაკუტის ჭერის ქვეშ ადგილობრივი ხის ავეჯია განლაგებული, ყველაფერი სამხრეთ აფრიკულ სტილში, მოსასვენებელი ადგილის მიღმა პატარა აუზია განთავსებული, რომელიც დილის გამოსაფხიზლებელ დანიშნულებას ითავსებს, ნაომის სახლში თითოეული დეტალი ამ მხარეს ეძღვნება და მის ტრადიციებს და კულტურას მიაგებს პატივს.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.