NAIL BAR #1-ში სიახლეებია

TheDiary-ს ერთგული მკითხველი თბილისში საუკეთესო Nail Bar-ს უკვე კარგად იცნობს. Nail Bar #1 განვითარებას არ წყვეტს და მომხმარებელს ახალ სერვისს, სახის მოვლის პროცედურებს სთავაზობს. სალონის დამფუძნებელი ალიონა სიახლეების შესახებ თავად მოგიყვებათ.

ალიონა, თქვენ ყოველთვის სიახლის ძიებაში ხართ, თანაც სერვისის მაღალ ხარისხს ინარჩუნებთ. რა იყო ინსპირაცია სალონში სახის მოვლის პროცედურები დაგემატებინათ?

დიდი მადლობა Nail bar # 1-თ დაინტერესებისთვის. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. საიდუმლო ძალიან მარტივია, მე სალონს ყოველთვის როგორც ყველაზე პრეტენზიული კლიენტი, ისე ვუყურებ, ვაკვირდები გარემოს, ყველას და ყველაფერს პირადად ვამოწმებ. ვარჩევ სასიამოვნო მუსიკას და საუკეთესო ყავას, რადგან მიმაჩნია, რომ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია და ისინი საბოლოოდ მთლიან სურათს ქმნიან. რაც შეეხება ჩვენს სიახლეს, თავად მიყვარს მსგავსი პროცედურების ჩატარება და მინდოდა, ჩვენს კლიენტებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, ასეთი სერვისებით Nail Bar #1-ში ესარგებლათ.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

სახის რომელი პროცედურებია ამჟამად ხელმისაწვდომი და რა სარგებელი მოაქვთ მათ სხვადასხვა ტიპის კანისთვის?

ამ ეტაპზე გვაქვს სახის წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, რომელიც კანის ხარისხს ინიექციების გარეშე აუმჯობესებს. ცოტათი მეტს ჩემი საყვარელი 5 პროცედურის შესახებ მოგიყვებით, რომელთა კომბინაციების ჩატარებაც ძალიან სასარგებლოა. ჩვენი სპეციალისტი თითოეულ კლიენტს ურჩევს, თუ რომელი პროცედურაა ინდივიდუალურად მათი კანისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

ჩვენთან უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჟანგბადის მეზოთერაპია, რომელიც წვრილი ნაოჭების გასასწორებლად და ღრმა ნაოჭების შესამცირებლად იდეალურია. ამასთანავე, ის ინტენსიურად ატენიანებს და ჟანგბადით კვებავს კანს, აქვს ლიმფური დრენაჟის ეფექტი და უჯრედების განახლების პროცესს აჩქარებს.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

დაგვემატა ახლა ძალიან პოპულარული RF ლიფტინგიც. ეს პროცედურა საშუალებას იძლევა, კანი სწრაფად და მარტივად დაიჭიმოს. სასურველ შედეგზე კი, რადიოტალღების მეშვეობით გადის, რომლებიც კანის ზედაპირულ ფენებს ათბობენ და იწვევენ თერმოლიზს, რომელიც თავის მხრივ, კანის განახლების პროცესს იწყებს.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

რაც შეეხება ელექტროფორეზიას, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროცედურაა. ამ პროცედურის დროს სპეციალისტს კოსმეტიკური პრეპარატები უმტკივნეულოდ კანის დერმის ღრმა ფენებში ისე შეჰყავს, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების დახმარებით კანის სტრუქტურა და მთლიანობა არ ირღვევა. რაც ყველაზე მეტად მომწონს ის არის, რომ პირველივე პროცედურის შემდეგ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი უკვე სახეზეა.

ეს მეთოდი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც კანის ხარისხისა და ელასტიკურობის გაზრდის სასარგებლოდ მოქმედებს.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

მესამე პროცედურა კი ალმასური დერმაბრაზია გახლავთ, რომელიც ჰაიდრაფეიშალის პროცედურას ჰგავს, თუმცა კიდევ უკეთესია. დერმაბრაზიის დროს, სპეციალისტი ალმასური თავაკით კანს წმენდს. ამ ტექნიკის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალისტი კანის ზედაპირიდან კერატინიზებული ეპითელიუმს აცილებს, რაც დერმის განახლებას ასტიმულირებს. ამ პროცედურას ასაკობრივი და სეზონური შეზღუდვები არ აქვს, ამიტომ მისი ჩატარება დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. პირადად მე, ვცდილობ თვეში ერთხელ გავიკეთო, რაც სუფთა და ბზინვარე კანის შენარჩუნებაში მეხმარება.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

კრიოთერაპია კი, დამაბოლოებელი პროცედურასავითაა, რომელიც მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებს, კანს ამშვიდებს და სისხლძარღვებს ავარჯიშებს. ეს პროცედურა აკნეს ებრძვის, ფორებს ავიწროებს, ანთებას და სიწითლეს ხსნის და სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს. პროცედურა შესანიშნავია რუჯის მოყვარულებისთვის, იმათთვის, ვინც ზაფხულში პილინგს არ იკეთებს, ასევე კანის ცხიმიანობის, სიპრიალისა და გაფართოებული ფორების დროს.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

როგორ აპირებთ პროცედურების უკვე არსებულ სერვისებთან ინტეგრირებას? იქნება რაიმე აქციები ან პაკეტები?

ახალი სერვისების დამატების დროს, ყველაზე რთული მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანის პროცესია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველ ვიზიტზე, თითოეულ მომხმარებელს 50 ლარის ოდენობის ვაუჩერი ვაჩუქოთ. მე იმდენად ვარ დარწმუნებული ჩვენი სერვისის მაღალ ხარისხში, რომ ეჭვიც არ მეპარება, ყველას, ვინც რომელიმე პროცედურას გამოცდის და შედეგსაც დაინახავს, გაუჩნდება სურვილი კანზეც ისეთივე ზრუნვა დაიწყოს, როგორც აქამდე ფრჩხილებზე ზრუნავდა.

ამ ეტაპზე კოსმეტოლოგიის ოფისი ერთ ფილიალში - საბურთალოზე, ყაზბეგის 24-ში გვაქვს.

Nail Bar #1, წმენდა, პილინგი, აპარატული კოსმეტოლოგია, ჟანგბადის მეზოთერაპია, RF ლიფტინგი, ალმასური დერმაბრაზია, კრიოთერაპია, ელექტროფორეზია

როგორია თქვენი გრძელვადიანი მიზნები სალონის სერვისების გამრავალფეროვნების კუთხით?

ახლა ის დროა, როცა ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომ გრძელვადიანი გეგმების შედგენაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. მომწონს მსგავსი ინდივიდუალური სერვისების დამატება. ვნახოთ, თუ კარგ შედეგს გამოიღებს, მაშინ ცალკე ფილიალის გახსნასაც განვიხილავ. ფილიალში მხოლოდ კოსმეტოლოგიის კაბინეტი იქნებოდა და სხეულის მოვლის პროცედურებიც დაემატებოდა. არ მომწონს სალონის ისეთი ფორმატი, სადაც ყველაფერი ერთადაა. მე უპირატესობას ​​ისეთ Beauty bar-ებს ვანიჭებ, რომლებსაც რაღაც კონკრეტული მიმართულება აქვთ.

როგორ ხედავთ თქვენი სალონის განვითარებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში?

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბაზრის ლიდერის სტატუსს შევინარჩუნებთ და მომსახურების ხარისხს გავაუმჯობესებთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ წავა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავახარებთ.

ზევით