#მოდა

მზის სათვალეები, რომელიც თქვენს გარდერობში ადგილს ნამდვილად იმსახურებს

გაზიარება:

სათვალე ის ერთადერთი აქსესუარია, რომელსაც განურჩევლად წელიწადის დროისა მუდმივად ვატარებთ. რატომ? იმიტომ, რომ სათვალე იცავს ჩვენს თვალებს და იმიტომ რომ ნებისმიერი ლუქი სრულყოფილია მასთან ერთად. გაზაფხულის მიწურულს, როდესაც წინ ზაფხულის სამი ცხელი თვე და საცურაო კოსტიუმების დრო გვიდგება, დროა ჩვენს გარდერობს ახალი სათვალეები შევმატოთ. The Diary-ს რედაქციამ თქვენთვის ინსტაგრამ ტრენდული დიზაინერების სათვალეების ბრენდები მოიძია, რომლებიც შესაძლოა მასიურად ცნობადი არ არიან, თუმცა ჩვენს ყურადღებას და გარდერობში ადგილს ნამდვილად იმსახურებენ. 

LAPIMA

ყიდვა
 

1/5 LAPIMA-ს რეტრო ფორმის სათვალე საზაფხულო ფერებშია გადაწყვეტილი. ბრენდი ბრაზილიელმა ცოლ-ქმარმა ჟიზელმა და გუსტავომ დააფუძნეს და მათი სათვალეები ხელნაკეთია ადგილობრივი (სან-პაოლოს) ხელოსნების მიერ, რაც ამ ავანგარდულ სათვალეებს უფრო მიმზიდველს ხდის.

Aperçu

ყიდვა
 

2/5  Aperçu შთაგონებას ფრანგული სტილისა და ელეგანტურობისგან იღებს. ეს ვინტაჟით შთაგონებული ხაკისფერი სათვალე კი ალისა კოსკარელისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

LE SPECS

ყიდვა
 

3/5 LE SPECS ბრენდი კარგად გვახსოვს Adam Selman x Le Specs cat-eye სათვალეებით, თუმცა არჩევანი მათ იმაზე მეტი აქვთ ვიდრე The Last Lolita-ა.

VEHLA EYEWEAR

ყიდვა
 

4/5 VEHLA EYEWEAR-ის ვინტაჟური სტილის უნისექს სათვალე ინსტაგრამ ბლოგერების ფავორიტია. 2021 წლის ზაფხულის ლუქის სრულყოფილებისთვის ეს სათვალე აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. 

 

JACQUEMUS

ყიდვა
 

5/5 JACQUEMUS-ს ფუტურისტული სათვალე. ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით ცნობადი თავისი პატარა ზომის ჩანთებით გახდა, სულ რაღაც 11 წლის არის და მოდის სფეროში აქტიურად იმკვიდრებს ფეხს. ამ სათვალის შეძენა ერთგვარი ინვესტიციაც კი არის. 

ზევით