ტყუპები მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები დიდ ეკრანებზე ძალიან პატარა ასაკში გამოჩნდნენ და თავიანთი გონებამახვილობით, ნიჭიერებითა და ქარიზმით მაყურებელთა გულებიც დაიპყრეს. წლებთან ერთად მსახიობმა დებმა ახალ პროექტებშიც მიიღეს მონაწილეობა და საოცარი სისწრაფით მოახერხეს ბავშვური იმიჯის ჩამოშორება და საოცრად გემოვნებიან გოგოებად ქცევა.
ინდივიდუალური სტილის შესაშური შეგრძნებით, დები ოლსენები ათწლეულების განმავლოაბაში იმყოფებოდნენ ყურადღების ცენტრში. მერი-ქეითმა და ეშლიმ ნელ-ნელა უკლეს სამსახიობო როლებს და საბოლოოდ სრულად ჩამოშორდნენ მათ პირვანდელ პროფესიას. დებს დიდხანს არ უფიქრიათ რისი კეთება სურდათ მომავალში, ისინი მოდის სამყაროში გადაეშვნენ. 2006 წელს, სულ რაღაც 21 წლის ტყუპებმა ახალი ბრენდი The Row დააფუძნეს, მერი-ქეითმა და ეშლიმ თავიანთი დელიკატური გემოვნებისა და სტილის შეგრძნების წყალობით იმპერია შექმნეს და დღემდე მის სათავეში რჩებიან.
შესასძლოა მერი-ქეითი და ეშლი ოლსენები დიდი ეკრანებიდან გაქრნენ, თუმცა ისინი დღეს იმაზე წარმატებული და შემდგარი გოგოები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. წარმოგიდგენთ, მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფი, საკულტო ტყუპების საუკეთესო მოდურ მომენტებს.
მერი-ქეითი და ეშლი, 1994 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 1995 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 1998 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 1999 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2001 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2002 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2004 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2005 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2006 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2007 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2008 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2010 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2011 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2012 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2014 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2015 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2016 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2017 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2017 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2017 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2018 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2018 წელიმერი-ქეითი და ეშლი, 2019 წელი
Saint Laurent-ის Resort 2026 კოლექციაში ენტონი ვაკარელო ინარჩუნებს ბრენდის კლასიკურ კოდებს და მათ ახალ ინტერპრეტაციას სძენს. სპორტული ელემენტები და აბრეშუმის მოკლე შორტები ქმნის კოლექციას, რომელიც ერთდროულად ახალია და ამავდროულად Saint Laurent-ის არქივითაა შთაგონებული.
Dialectiqa-ს კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე ქალის მრავალფეროვან და მუდმივად მოძრაობაში მყოფ ბუნებას. ბრენდისთვის მინიმალიზმი თავისუფლების ისეთი ფორმაა, სადაც თითოეული ქალი თავად განსაზღვრავს, ამ კონკრეტულ მომენტში რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.