როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში? მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცივი სეზონის ნახევარი უკვე გავიდა, ჩვენთვის ეს შეკითხვა კვლავაც აქტუალური რჩება. კანის გამოშრობა, გამონაყარი და ხშირად მისი აქერცვლა ამ სეზონის განუყოფელი ნაწილია და სანამ ყველანი გულმოდგინედ ვცდილობთ ჩვენი სილამაზის რუტინის შექმნას, იქნებ წამით უნდა შევჩერდეთ და რამდენიმე რჩევა პროფესიონალი სპეციალისტებისგან მივიღოთ?

სასექსის ჰერცოგინიას საჯარო გამოჩენა უიშვიათეს მოვლენად იქცა, თუმცა თუ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სამეფო ტურების, ოფიციალური შეხვედრებისა და პაპარაცული ფოტოების აღდგენას დაიწყებთ მეხსიერებაში, აუცილებლად დარწმუნდებით, რომ სასექსის ჰერცოგინია ნამდვილად ბრწყინვალე სახის კანით გამოირჩევა, წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში.

მეგან მარკლის სილამაზის საიდუმლოებების, ხრიკებისა და რუტინის შესახებ მისი კოსმეტოლოგი სარა ჩაპმანი გვიზიარებს რჩევებს:
ჰიდრატაცია
ჰიალურონის მჟავა ჰიდრატაციის ნამდვილი გმირია - ამ აქტიურ ინგრედიენტს შეუძლია დიდი ხნით შეინარჩუნოს ტენიანობა სახის კანში, აღადგინოს კანის ბზინვარება და იზრუნოს ნაოჭების პრევენციაზე. კერამიდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანის დატენიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს, ეს პროცესი ზამთრის სეზონზე შენელებას იწყებს.
COMFORT CREAM D-STRESS
ყიდვა
SPF ყველგან და ყოველთვის
ყოველდღიურად მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელი პირობაა თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის. SPF-ის გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც ზამთრის სეზონზე, ასევე იმ შემთხვევაშიც თუ მთელ დღეს სახლში ატარებთ. მართალია UVB სხივები განსაკუთრებული სიძლიერით ზაფხულში გამოირჩევიან, თუმცა UVA სხივები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ აქტიურ მოქმედებას. გირჩევთ, გამოიყენოთ სულ მცირე SPF 15, ხოლო თუ გარეთ აპირებთ გასვლას 30 სპექტრით ან მეტით დამცავი გამოიყენეთ.
SKIN INSURANCE SPF 30
ყიდვა
ანტიოქსიდანტებით მდიდარი რუტინა
ანტიოქსიდანტები გარე აგრესორებისგან საუკეთესო დამცველებს წარმოადგენენ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რისი უნარიც მათ შესწევთ. ასე მაგალითად, ვიტამინი A ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ერთადერთი ვიტამინია, რომელიც FDA-მ დაბერების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ვიტამინად აღიარა. ვიტამინი C ებრძვის პიგმენტაციას, ხოლო E ვიტამინს ანთების წინააღმდეგ მოქმედება ახასიათებს.
LIQUID FACIAL D-STRESS
ყიდვა
ზეთები ზამთარში
ზეთების გამოყენებით სარგებლის მიღება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, განსაკუთრებით კი მშრალი კანის მქონე ადამიანებს. ზეთებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ კანში ლიპიდური გზებით და მიაწოდონ მას აქტიური ნივთიერებები. რა თქმა უნდა, მათი გამოყენება ზამთარში სასურველია.
შეცდომა, რომელსაც ზამთარში ვუშვებთ
ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას, მაშინ, როდესაც სკრაბებს და ექსფოლიატორებს დიდხანს იყენებენ. ამ მავნე ჩვევას, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, თქვენი კანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.