თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე ბრუნდება, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური მოვლენა თბილისის Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ბრუნდება. ორ სეზონიანი პაუზის შემდეგ, მოდის კვირეული განახლებული ძალებით, საინტერესო სიახლეებითა და ახალი თაობის შემოქმედებით ჩატარდება.
თბილისური მოდის ზეიმს ტრადიციისამებრ მსოფლიო მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
4 მაისს, 23/24 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებები ოფიციალურად იწყება. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონის ლოკაციად Factory Tbilisi შეირჩა, რომელმაც მოდის კვირეულის ციფრულ ჩვენებებს ერთხელ უკვე უმასპინძლა. ამჯერად, Factory Tbilisi სტუმრების მისაღებადაც მზად არის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენებები ასევე თბილისის სხვადასხვა ისტორიულ ლოკაციაზეა ჩანიშნული.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონი ერთკვირიან ზეიმს უმასპინძლებს, რომელიც კონფერენციებს, გამოფენებსა და პანელის დისკუსიებს მოიცავს. ღონისძიებების მიზანი ქართულ და საერთაშორისო მოდისა და ხელოვნების სცენაზე ყურადღების გამახვილებაა.
MBFW თბილისზე წელსაც გამოვლინდებიან პრესტიჟული საერთაშორისო დიზაინის კონკურსის - BeNext-ის გამარჯვებულები. BeNext-ის მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და ბრენდის პოზიციონირების მსოფლიო მოდის ასპარეზზე ხელშეწყობაა.
მოდის კვირეული 4 მაისს, 19:00 საათზე, Factory Tbilisi-ში სწორედ BeNext-ის მონაწილეთა ნამუშევრების ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ კალენდარზე.
4-8 მაისს, თვალი ადევნეთ TheDiary-ს! საქართველოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ მოვლენას წელსაც ჩვენი მკითხველისთვის გავაშუქებთ.
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.