P’AUZA – თბილისის საუკეთესო აუზი ღია ცის ქვეშ
აღმოაჩინეთ P’auza Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში – ღია აუზი, სპა, საუნა, ჯაკუზი, საუზმე, შამპანური და DJ სეტები ზაფხულის ცხელ დღეებში.
დღეს დავათვალიეროთ ოსკაროსანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს სახლი ლოს-ანჯელესში.
„ოდისეას“ ვარსკვლავმა საკუთარი საცხოვრებელი Crate & Barrel-ის დიზაინის გუნდთან ერთად განაახლა. მთავარი მიზანი კი ისეთი გარემოს შექმნა იყო, რომელიც მსახიობის ხასიათს, გემოვნებასა და ცხოვრების წესს ასახავდა.

მსახიობმა სახლის განახლება ყიდვიდან 3 წლის შემდეგ გადაწყვეტდა. ამ დროის განმავლობაში მან კარგად შეისწავლა თითოეული ოთახი, დღის სხვადასხვა მონაკვეთში შემოსული სინათლე და სახლის კავშირი ბუნებასთან. ამიტომ დიზაინის შეცვლა მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ ყოფილა. ნიონგოს სურდა, სახლი უფრო მყუდრო, მოხერხებული და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული გამხდარიყო.

ინტერიერის მოწყობისას მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი სივრცის შენარჩუნება. ოთახები ზედმეტი ნივთებით არ უნდა გადატვირთულიყო, თუმცა სახლს არც სიცივე და უსახურობა უნდა დატყობოდა. ფართო და ნათელ გარემოს რბილი ავეჯი, ბუნებრივი მასალები და თბილი ტექსტურები დაემატა.

„მომწონს ფართო, ჰაეროვანი და ზედმეტი ნივთებისგან თავისუფალი გარემო, თუმცა კომფორტსა და სიმყუდროვესაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ყველაზე მეტად მინდოდა, ჩემი სახლი ჩემი პირადი თავშესაფარი ყოფილიყო“.
ინტერიერისთვის მსახიობმა შთაგონება სხვადასხვა გამოცემაში ნანახი ფოტოებითა და დიზაინით მიიღო. მან შეადგინა ვიზუალური მასალის კრებული, რომელშიც მისთვის საინტერესო ფერები, ავეჯი, ტექსტურები და სივრცითი გადაწყვეტილებები გააერთიანა. ნიონგოს თქმით, მის ესთეტიკურ ხედვაზე ლიტერატურაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
![]() |
![]() |
სახლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ლოს-ანჯელესის ლანდშაფტზე გადაშლილი ხედებია. ხოლო მსახიობის საყვარელი ადგილი აივანია. აქედან მზის ჩასვლა ჩანს, ახლა კი სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ნიონგოს იქ დღის მშვიდად დასრულება შეუძლია.

„დიდხანს წარმოვიდგენდი, როგორ დავჯდებოდი აივანზე ჩაის ფინჯნით ხელში და მზის ჩასვლას ვუყურებდი. ადრე იქ მხოლოდ ძველი, მორყეული ხის სკამი იდგა და კომფორტულად მოკალათება შეუძლებელი იყო. ახლა კი შემიძლია დავჯდე, ჩაი მივირთვა და ამ ხედებით დავტკბე“.