ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
გიორგი ქებურიამ ლონდონის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ახალი ნამუშევრები ისტორიულ და თანამედროვე მოდას შორის ქმნიდა დიალოგს. პოდიუმზე ვიხილეთ სამხედრო სტილის ღილები და სამეფო სიმბოლიკა, რაც თეატრალურ განწყობას აძლევდა შოუს.
![]() |
![]() |
გამოკვეთილი, ფართო მხრები, გველის პატერნი, კოსტიუმები მკვეთრი ჭრებითა და გეომეტრიული ხაზებით – ეს ყველაფერი კოლექციას მკაცრ ხასიათს ანიჭებდა. სამოსში იგრძნობოდა როგორც სამეფო დაცვის უნიფორმების, ისე კარის ჯამბაზის კოსტიუმების თანამედროვე ინტერპრეტაცია – მოცულობითი ფერადი შორტებითა და კაბებით. სირბილესა და სტრუქტურალიზმს შორის დინამიკა მთელ კოლექციაში იკითხებოდა.
![]() |
![]() |
სამოსის ნაწილი მკაცრად არქიტექტურული იყო, ნაწილი კი თავისუფალი და მოქნილი. ერთ-ერთი მთავარი გმირი აბრეშუმი გახლდათ, რომელიც როგორც კაბებში, ისე შორტებში გვხვდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შორტებმა საქართველოს დროშის გამოსახულებით.
![]() |
![]() |
აქსესუარებში მთავარი ადგილი ეკავა მაღალყელიან ჩექმებს. ერთ-ერთი ლუქის გამორჩეული დეტალი იყო ქამარი სავარცხლის ელემენტით, ასევე გამოყენებული იყო ქამრები მასიური ლითონის დეტალით და გასაღების საკიდის ფორმის უზარმაზარი აქსესუარი.

გასაღები ქებურიას თანმხლები სიმბოლოა და მისი შემოქმედების თემას – კონტროლსა და თავისუფლებას, ძალაუფლებასა და ჯანყს შორის დაპირისპირებას უსვამს ხაზს. ეს განწყობა განსაკუთრებით გაძლიერდა ქართველი ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპ არტისტის, მამაფლექსის მუსიკით, რომელიც შოუს ფონად გასდევდა.
![]() |
![]() |
ქებურიასთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სილუეტები და სიმეტრია კვლავ თვალსაჩინო იყო, თუმცა თავისუფალი სამოსი კოლექციას უფრო მსუბუქ და თანამედროვე სახეს აძლევდა.
![]() |
![]() |
პოდიუმზე ასევე გამოჩნდა ქებურიას სტილის მაისურები სხვადასხვა ფერის კანტით და წარწერებით – Fakeholic და BYE ANNA, რომელიც ანა ვინტურის ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტიდან წასვლაზე მინიშნება იყო.
![]() |
![]() |
გიორგი ქებურიას 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია დახვეწილი, დინამიკური და თანამედროვე გახლდათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ინდივიდუალურ ხელწერას საერთაშორისო მოდის სცენაზე.
ფოტო: georgekeburia