„Avengers: Doomsday“-ს სრული სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია!
შურისმაძიებლები ბრუნდებიან! Marvel-ის ახალი ფილმი Avengers: Doomsday 2026 წელს გამოვა და საყვარელ გმირებსა და ბოროტმოქმედებს კვლავ ეკრანებზე ვიხილავთ.
იცოდით, რომ პარიზელებს ერთი პატარა ტრადიცია აქვთ? ისინი თავიანთ საყვარელ ყვავილების მაღაზიაში წინასწარ უთანხმდებიან ფლორისტებს, რათა განსაზღვრულ დროს, კვირაში, ან თვეში ერთხელ, სახლში ახალი თაიგული მიიღონ. პარიზელებმა იციან, რომ ლამაზი თაიგული სახლში მხოლოდ დღესასწაულებზე კი არა, ყოველთვის საჭიროა. რთულია არ დაეთანხმო მათ – მსგავსი ტრადიციები ყოველდღიურობას უფრო პოეტურსა და სასიამოვნოს ხდის.
ამ ტრადიციის დასამკვიდრებლად, პარიზში საცხოვრებლად გადასვლა საჭირო სულაც არ არის. თბილისის ყვავილების მაღაზია „ლილატი“ ყვავილების მრავალფეროვნებასთან ერთად, ამ სერვისსაც გვთავაზობს.
„ლილატში“ სხვადასხვა სეზონურ ყვავილს იპოვით და ინდივიდუალური თაიგულის შეკვეთას ნებისმიერ დროს შეძლებთ. გარდა ამისა, მაღაზია გთავაზობთ ღონისძიებების გაფორმების სერვისს, მათ შორის ქორწილების დეკორაციასაც – „ლილატი“ იზრუნებს, რომ თქვენი განსაკუთრებული დღე იდეალურად იყოს გაფორმებული.
![]() |
|
თუ თქვენი საყვარელი ადამიანის გახარება გსურთ, მაღაზიაში შეარჩევენ თაიგულს, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენი მეგობრის, შეყვარებულის ან ოჯახის წევრის გემოვნებას. მეტიც, „ლილატი“ მომხმარებელს სთავაზობს სასაჩუქრე ბარათებს, ჰელიუმის ბუშტებს და სხვა დეკორაციებს, რაც საჩუქარს კიდევ უფრო გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
იდეალური თაიგულის შექმნაში კი „ლილატის“ გამოცდილი ფლორისტები დაგეხმარებიან – ისინი გაითვალისწინებენ როგორც თქვენს პირად გემოვნებას, ასევე ყვავილების სიმბოლურ დატვირთვას, სეზონურობასა და ფერთა შეხამებას. მათი რჩევებით, თქვენი საჩუქარი არა მხოლოდ ესთეტიკურად ლამაზი, არამედ პერსონალიზებულიც იქნება.
„ლილატი“ ყვავილების მიტანის სერვისს მთელი თბილისის მასშტაბით გვთავაზობს, თუმცა, თუ თქვენთვის მეტი ხიბლი ყვავილების ადგილზე შერჩევის პროცესს აქვს, მაღაზიას სამ ფილიალში შეგიძლიათ ესტუმროთ: სითი მოლში (გლდანი), ეგნატე ნინოშვილის 7 ნომერსა და ისთ ფოინთში.