ვენეციის კინოფესტივალი 2026: წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქები vol.2
პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი, პამელა ანდერსონი, სიდნი სუინი, პატრიკ შვარცენეგერი და სხვა ვარსკვლავები – ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის ლუქები, Vol. 2
არის რაღაც გრაციოზული, დამატყვევებელი და მომნუსხველი წითელ ფერში, ფერში, რომლისთვისაც არასდროს უწოდებიათ „ახალი შავი“, რადგან თავად იმდენად თვითკმარი იყო, რომ სხვა რომელიმე ფერთან პარალელის გავლებასაც კი ვერ უბედავდნენ. წითელი ფერის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში გვაბრუნებს, როდესაც ამ ფერმა მოახერხა და ადამიანები ერთიანად მოაჯადოვა.
წითელი ყველაზე მეტყველი ფერია და მას როგორც მოდაში, აგრეთვე კინემატოგრაფიაში კუთვნილი ადგილი უკავია.
ამ ფერის გრადაციების დამსახურებით რეჟისორები მთავარი სათქმელის, ემოციის და ენერგიის გამოხატვას სწორედ მას ანდობენ. წითელი შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც ძლიერების, აგრესიის ან სულაც მოსალოდნელი უბედურების შემთხვევაში, თუმცა მაშინ როდესაც წითელი ფერი მოდას ერწყმის, ყველას მხოლოდ დაუვიწყარი კაბები გვახსენდება, ისეთი ჯულია რობერტს ლამაზმანში რომ ამშვენებდა, ან უფრო ადრე ოდრი ჰეპბერნი საუკეთესო მეგობრის მიერ შექმნილ კაბაში რომ იწონებდა თავს.
დღეს დიდი ეკრანების საკულტო წითელ კაბებს შევავლოთ თვალი: