#სილამაზე

როგორ შევქმნათ საკუთარი სურნელი EQUIVALENZA-სთან ერთად

გაზიარება:

ამბობენ, რომ სუნამო ყველაზე ინტიმური აქსესუარია. ის ჩვენს გამოჩენამდე აღწევს ოთახში და ჩვენს შემდეგაც ტოვებს კვალს. თანამედროვე სამყაროში ერთი სუნამოს ერთგულება ნელ-ნელა ქრება, რადგან სურნელი ჩვენს ცვალებად განწყობასა და ცხოვრების სტილს უნდა ასახავდეს. ამ მრავალფეროვნების ერთ არომატში მოქცევა ხშირად რთულია. სწორედ ამ მიდგომაზეა აგებული ესპანური ბრენდი Equivalenza, სადაც სურნელის შექმნის პროცესში პროფესიონალები გვეხმარებიან.

Equivalenza, ეკვივალენცა, სუნამო, ბიუჯეტური სუნამო

სურნელი ხშირად პირველ შთაბეჭდილებას განსაზღვრავს და მიანიშნებს, როგორი ადამიანი დგას ჩვენს წინაშე. ნეიტრალური და სუფთა ნოტები უფრო თავშეკავებულ და საქმიან ხასიათს უკავშირდება. აღმოსავლური, ღრმა აკორდები რომანტიკულ განწყობას ასახავს, ხოლო ციტრუსოვანი ნოტები მოძრაობასა და ენერგიას უსვამს ხაზს.

რა ხდება მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში ჩვენი როლები და განწყობა იცვლება?

ამ ცვალებად რიტმს პასუხობს Equivalenza და გვაძლევს საშუალებას, სურნელი დღის მიხედვით შევარჩიოთ — დილით მსუბუქი და ჰაეროვანი, საღამოს უფრო ინტენსიური და გამოხატული.

ამ პროცესის საფუძველში დგას layering-ის პრინციპი — არომატების ფენებად დატანა, რომელიც სურნელს ინდივიდუალურ ხასიათს აძლევს და არჩევანს პერსონალურ გამოცდილებად აქცევს.

Equivalenza, ეკვივალენცა, სუნამო, ბიუჯეტური სუნამო

Equivalenza-მ ამისთვის ოთხი საბაზისო არომატი შექმნა. ბრენდის კონსულტანტები ინდივიდუალურ კომბინაციას გთავაზობენ — პირველ რიგში აირჩევთ ძირითად სუნამოს, შემდეგ კი ამატებთ აკორდებს განწყობის მიხედვით.

მეტი სიხალისისთვის ციტრუსოვანი ნოტები გამოიყენება, ხოლო საღამოსთვის ხის ან ყვავილოვანი ნოტები სურნელს სიღრმესა და გამოკვეთილ ხასიათს სძენს.

Equivalenza, ეკვივალენცა, სუნამო, ბიუჯეტური სუნამო, სუნამო ყვავილების სურნელით

იმისთვის, რომ სურნელი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდეს, ბრენდი სრულ რიტუალს გვთავაზობს. სუნამოს ნოტებით შექმნილი შხაპის გელი, სხეულის კრემი, ტანის მისტი და დეოდორანტი ერთიანად სურნელის მდგრადობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზეთოვან ბაზაზე შექმნილი სხეულის მისტი, რომელიც კანს ატენიანებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ Equivalenza-ს ევროპული წარმოება მკაცრად იცავს IFRA-ს სტანდარტებს

Equivalenza, ეკვივალენცა, სხეულის მისტი, ტანის მისტი

თუ მაინც იმ ერთ სურნელს ეძებთ, რომელიც თქვენს პიროვნებას ზუსტად ასახავს, Equivalenza აქაც სწორი არჩევანია. საყვარელი არომატის შემთხვევაში, ბრენდის კონსულტანტები მის მაღალი ხარისხის ეკვივალენტს შეგირჩევენ, რომლებსაც თქვენთვის ფრანგი პარფიუმერები ქმნიან. სურვილის მიხედვით კი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ ბოთლის დიზაინი და თავსახური, რაც სურნელს კიდევ უფრო პერსონალურ ხასიათს აძლევს.

Equivalenza, ეკვივალენცა, სუნამო

თუ ჯერ არ ყოფილხართ თბილისი მოლში მდებარე Equivalenza-ს მაღაზიაში, ჩვენი რედაქცია გირჩევთ, ეს ვიზიტი არ გადადოთ, რადგან იქიდან საოცარი სურნელისა და განწყობის გარეშე არ გამოხვალთ.

ზევით