ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
2026 წლის 7 თებერვალს ქართულ პარფიუმერიულ სამყაროს გამორჩეული ბრენდი შეემატა. ესპანურმა Equivalenza-მ პარფიუმერიის მიმართ განსხვავებული ხედვა შემოიტანა და სურნელს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. საინტერესო ფილოსოფიითა და კონცეფციით გამორჩეული ბრენდი სუნამოს არა მიუწვდომელ სტატუს-სიმბოლოდ, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

Equivalenza 2011 წელს ბარსელონაში დაიბადა. ხმელთაშუა ზღვის სურნელისა თუ ქალაქის ავანგარდულმა ხასიათმა ჩამოაყალიბა ბრენდის ხედვაც, რომელიც შინაარსს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ფორმას. მარკეტინგული ხმაურის ნაცვლად, აქცენტი მინიმალისტურ დიზაინსა და სურნელის შექმნის ოსტატობაზე კეთდება. ამ მიდგომას ბრენდი ფუფუნების დემოკრატიზაციას უწოდებს, სადაც მთავარი ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილებაა.

Equivalenza-ს სუნამოებს ფრანგი პარფიუმერები ქმნიან
თანამედროვე სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელი სურნელის კონცეფცია ნელ-ნელა იცვლება. დღეს ჩვენ აღარ ვირჩევთ ერთ სუნამოს მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაცვლად ამისა, ვქმნით სურნელოვან გარდერობს – უხილავ შრეებს, რომლებიც ჩვენს ცვალებად განწყობასა და შინაგან მდგომარეობას მიჰყვება.

ამ იდეის განსახორციელებლად, Equivalenza-ს გამოცდილი ფრანგი პარფიუმერები ქმნიან კომპოზიციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების საკულტო არომატებითაა შთაგონებული, როგორებიცაა D&G Light Blue, YSL Black Opium თუ Narciso Rodriguez For Her Pure Musc. ეს საშუალებას აძლევს თანამედროვე ადამიანს, ატაროს მსოფლიო ტენდენციების დახვეწილი არომატები უფრო პერსონალიზებული და ხელმისაწვდომი გზით.

130-ზე მეტი დასახელების სუნამო სურნელის შერჩევის პროცესს თვითშემეცნების სასიამოვნო რიტუალად აქცევს. ამასთანავე, Equivalenza პარფიუმერიის გარდა თავის მოვლის სრულ ასორტიმენტს გვთავაზობს, რომელიც თმის, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებსაც აერთიანებს.
Equivalenza-ს ევროპული წარმოება მკაცრად იცავს IFRA-ს სტანდარტებს

ბრენდის პროდუქციაში შეხვდებით შხაპის გელებს, დეოდორანტებს, ტანის ლოსიონებსა და ხელის კრემებს, რაც არომატის მდგრადობის შენარჩუნების საუკეთესო გზაა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თმის მისტები, რომლებიც საყვარელი სუნამოს ნოტებს იმეორებს, თუმცა, კლასიკური სუნამოსგან განსხვავებით, სპეციალურად შექმნილი ფორმულა არ აზიანებს და არ აშრობს თმას, რაც მას ყოველდღიური მოვლის იდეალურ ელემენტად აქცევს.
თავის მოვლის თანამედროვე გაგება წარმოუდგენელია გარემოზე ზრუნვის გარეშე. Equivalenza-ს ევროპული წარმოება მკაცრად იცავს IFRA-ს სტანდარტებს, რაც უსაფრთხოების გარანტიაა. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მდგრადი განვითარება და მრავალჯერადი გამოყენების კონცეფციაა.

ბრენდი რევოლუციურია იმითაც, რომ შუშის ფლაკონების განმეორებითი შევსების სისტემა აქვს შემოღებული, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.
ფორმულები 100% ვეგანურია. გამოყენებული ინგრედიენტების 75%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნის პროცესში არ გამოიყენება ხელოვნური საღებავები. მიკროპლასტიკისა და გამღიზიანებლების გარეშე დამზადებული შემადგენლობა ზრუნავს როგორც კანზე, ისე გარემოზე.

დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო პარფიუმერიის ბაზარი ორ უკიდურესობად იყო დაყოფილი, ერთ მხარეს ძვირადღირებული ნიშური პარფიუმერია, ხოლო მეორე მხარეს დაბალი ხარისხის სუნამოები. უკვე ათ წელზე მეტია, Equivalenza მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სურნელს ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტ ფილიალში არის წარმოდგენილი.
ბრენდის წარმატებაც მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნება – როდესაც ხარისხი მოლოდინს აჭარბებს, ის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

Equivalenza-ს უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისი მოლში. უახლოეს პერიოდში ბრენდის ახალი მაღაზიები თბილისის ცენტრალურ უბანში და რუსთავშიც გაიხსნება.