ჩვენი ერთგული მკითხველი La Clinique-ს კარგად იცნობს და ისიც იცის, რომ პირველი Skin-Bar ესთეტიკური ცენტრი, ქართულ ბაზარზე თავის მოვლისა და რელაქსაციის სტანდარტების ამაღლებას ემსახურება. La Clinique-ის ვაკისა და საბურთალოს ფილიალებში თავის მოვლის უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდები და ექსკლუზიური სერვისები დაგხვდებათ. სახის კანის და სხეულის მოვლა La Clinique-თან ერთად განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
La Clinique-ში იციან, რომ დღევანდელ სამყაროში დრო ყველაზე მეტად ფასობს. ესთეტიკური ცენტრიც სწორედ თანამედროვე ადამიანზეა მორგებული და მიზანიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვაა.
ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციის შეძენა, რომლებსაც La Clinique ექსკლუზიურად ქართველ მომხმარებელს სთავაზობს, უკვე ონლაინ, მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
La Clinique-ს მიზანია ქართველ მომხმარებელს კანის მოვლის საერთაშორისო One-of-a-kind პროდუქტებზე ხელი ყოველთვის მიუწვდებოდეთ. ამიერიდან, ამ მიზნის შესრულებაში ონლაინ მაღაზია დაეხმარებათ, სადაც წარმოდგენილია პროდუქტები კანის მოვლის ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა Gigi Cosmetics, Unicskin, Dermapen თუ Valmont.
წელიწადის ამ დროს, რომელ პროდუქციას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, La Clinique მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის Valmont პროდუქციის სასაჩუქრე ყუთებს განსაკუთრებულ ფასად სთავაზობს (3 პროდუქტი ერთის ფასად).
V-Lift - სახის კანისა და კონტურის გამკვრივებისა და ლიფტინგისთვის
რომელია ყველაზე პოპულარული პროდუქტი თქვენი კატალოგიდან?
ჩვენი მრავალფეროვანი კატალოგის ბესტსელერი ნამდვილად UNICTECH-ის ნიღბებია. მსოფლიოს წამყვანი ესპანური ბრენდის, Unicskin-ის ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენი Skin-Bar გახლავთ. მათი პროდუქტები ყველა სეზონზე მოთხოვნადი და პოპულარულია. La Clinique-ში მომხმარებელს LED თერაპიის სერვისს ვთავაზობთ, რომლის დროსაც,სწორედ Unicskin-ის ნიღბებს ვიყენებთ. პროცედურა გარდა იმისა, რომ კანის გაახალგაზრდავებასა და ლაქების გაქრობას უწყობს ხელს, 100%-ით უსაფრთხო და არაინვაზიურია. ნიღბების შეძენა კი, უკვე ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.